logo_geo
მოჭიდავე იაკობ ქაჯაიამ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
- +

2 აგვისტო. 2021. 16:15

 

 

ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაიამ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქაჯაია ფინალურ შეხვედრაში კუბელ მიხაინ ლოპეს ნუნიესს დაუპირისპირდა და ანგარიშით 5-0 დამარცხდა.

 

ცნობისთვის, ქართველმა სპორტსმენმა ნახევარფინალში ჩილელი აკოსტა ფერნანდესი დაამარცხა, მანამდე კი რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი - სერგეი სემენიოვი.

 

ამრიგად, ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველომ უკვე ოთხი ვერცხლის და ერთი ოქროს მედალი მოიპოვა.

 

 

big_banner
არქივი