ლეგენდარული ბრაზილიელი ფორვარდი პელე ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ისევ გადაიყვანეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, – წერს ESPN.
წყაროს ცნობით, 80 წლის ბრაზილიელის ხელმეორედ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსება რეფლექსური დაავადებითაა გამოწვეული.
შეგახსენებთ, რომ პელე 30 აგვისტოს მოათავსეს სან-პაულუს კერძო კლინიკაში გეგმიური გამოკვლევის გასავლელად. 6 სექტემბერს, ბრაზილიელმა ოპერაცია გადაიტანა ერთ-ერთ-ნაწლავში სიმსივნის მოსაშორებლად. რამდენიმე დღის წინ, პელე ჩვეულებრივ პალატაში გადაიყვანეს.
პელეს ჯანმრთელობაზე კომენტარი მისმა ქალიშვილმა კელი ნასიმენტუმ გააკეთა და „ინსტაგრამში“ მამასთან ერთად კლინიკაში გადაღებული უახლესი ფოტოც გამოაქვეყნა: „აღდგენა ნორმის ფარგლებში მიმდინარეობს. მისი ასაკის ადამიანისთვის ნორმალურია, რომ მსგავსი ოპერაციების შემდეგ, ხანდახან გიწევს ორი ნაბიჯის გადადგმა წინ და ერთის – უკან. ის გუშინ გადაიღალა და პატარა ნაბიჯი ჰქონდა უკან, მაგრამ დღეს ორი ნაბიჯი წინ გადადგა“.