logo_geo
მეცნიერებმა დედამიწაზე ყველაზე ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი დააფიქსირეს
- +

15 მაისი. 2021. 20:26

 

 

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის (RAS) ფიზიკის ინსტიტუტის მზის რენტგენის ასტრონომიის ლაბორატორიის მეცნიერებმა პლანეტარული მასშტაბით 2019 წლის შემდეგ ყველაზე დიდი მაგნიტური შტორმი დააფიქსირეს.

 

მეცნიერების თქმით, გეომაგნიტური აშლილობის დონემ პიკს მიაღწია შვიდიდან ცხრაბალიან სკალაზე.

 

სინამდვილეში, დედამიწამ განიცადა ერთი ძალიან მოკლე და ძლიერი კოსმოსური ზემოქმედება. მზეზე შესამჩნევი მოვლენები არ დაფიქსირებულა“, - განაცხადეს ინსტიტუტის პრესსამსახურში.

 

ექსპერტების თქმით, ამ დონის ქარიშხლებმა, შესაძლოა, მნიშვნელოვნად იმოქმედოს ენერგეტიკულ სისტემებზე, ორბიტადან კოსმოსური ხომალდები დაინგრეს, სატელიტურ ნავიგაციებს პრობლემები შეუქმნას და რადიოკავშირის მუშაობა შეფერხდეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი