logo_geo
„აი, აქედან იბადება ღალატი“... - რატომ ბეზრდება ცოლ-ქმარს ერთმანეთი?
- +

3 ივლისი. 2021. 15:24

 

დეკანოზ თეოდორე გიგნაძის აზრით, გულგრილობა, რომელიც ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში ჩნდება, წყვილს შორის სულიერი კავშირის სისუსტეზე მიანიშნებს.

 

„რას ნიშნავს გულგრილობა ორ ადამიანს შორის? ეს ნიშნავს, რომ მათ სულებს საერთო აღარ აქვთ. ხორცს ერთმანეთი შეიძლება მობეზრდეს. აქედან იბადება ღალატი. თუ ცოლ-ქმარს შორის ქრისტესმიერი ერთობაა, მათ სულებს ერთმანეთი არ ბეზრდებათ. სინამდვილეში ოჯახი არ არის ადამიანური ქორწინება. ადამიანი ხომ მარტო ხორციელი არსება არ არის. მხოლოდ ხორციელად ცხოველები ქორწინდებიან. ადამიანი ხომ სულია?!“

 

მისივე თქმით, ხორციელი ერთობა იმ სულიერი ერთობის ნაწილია, რომელიც ქორწინებაში აუცილებლად უნდა იყოს.

 

„ერთ ხორც ყოფნაში არ იგულისხმება მხოლოდ ხორცი, არამედ არსება იგულისხმება. არსებაში სულიც ხომ შედის?! ქრისტიანული ქორწინება გულისხმობს სულიერ ერთობას. ხორციელი ერთობა ამ ერთობის რაღაც ნაწილია უბრალოდ. თუ სულიერი ერთობა არ არის, ხორციელი მობეზრება გარდაუვალია.

 

თუ ადამიანს ქრისტე არ უნდა, ჯვრისწერასაც აზრი არ აქვს. ამ ჯვრისწერით სულების ერთობა არ მოხდება. ყველა საიდუმლო სინერგიული ტიპის არის. მადლი მოდის და აქედან შენი ნება უნდა დაახვედრო. თუ ნებელობა არ არის, მადლი არ ძალადობს, მოვა, გაჩერდება. ის იმდენად მოვა, რამდენადაც შენ ნაბიჯს გადადგამ. მადლი არ იძალადებს შენზე,“ - აღნიშნა მამა თეოდორემ.

 

big_banner
არქივი