logo_geo
ესპანელმა ეპისკოპოსმა ეკლესია დატოვა, რადგან დემონების შესახებ ეროტიკული რომანების ავტორი შეუყვარდა
- +

9 სექტემბერი. 2021. 10:53

 

 

„ესპანელმა ეპისკოპოსმა სასულიერო ხარისხზე უარი თქვა, რადგან ეროტიკული რომანების ავტორი შეუყვარდა“, ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ხავიერ ნოველმა კათოლიკური ეკლესია აგვისტოში დატოვა, თუმცა, მაშინ ეკლესიას მომხდარზე დეტალური კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა, ახლა ესპანურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეპისკოპოსს შეუყვარდა მწერალი, რომელიც დემონების შესახებ ეროტიკულ რომანებს წერს.

 

მათთვის, ვინც ნოველს იცნობს, ეს წარმოუდგენელი აღმოჩნდა. 2010 წელს, 41 წლის ასაკში ხავიერ ნოველი ესპანეთის ყველაზე ახალგაზრდა ეპისკოპოსი გახდა. ის ე.წ. „კონვერსიული თერაპიის“ მომხრე იყო - მეთოდის, რომელიც მეცნიერულად დადასტურებული არ არის და ადამიანის სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის შეცვლას ითვალისწინებს. ეპისკოპოსი ასევე ეშმაკების განდევნით იყო დაკავებული.

 

ამასთან, ნოველს ტრადიციული დამოკიდებულება ჰქონდა აბორტების მიმართ, იყო ჰომოსექსუალიზმის მკაცრი მოწინააღმდეგე და კატალონიის დამოუკიდებლობას უჭერდა მხარს.

 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეპისკოპოსს მწერალი სილვია კაბაიოლი შეუყვარდა, გამოცემამ „Religión Digital“ გაავრცელა. გამოცემასთან საუბრისას ეპისკოპოსის კოლეგები აცხადებდნენ, რომ დემონები თავად ნოველს ჩაუსახლდნენ, რომის პაპმა კი მას დემონების განდევნის პროცედურის გავლაც კი შესთავაზა, რაზეც ნოველმა უარი თქვა.

 

ნოველმა კაბაიოლი სწორედ დემონებით დაინტერესების გამო გაიცნო. მას დემონების სამყაროს სიღრმისეული შესწავლა სურდა, მწერალი კი სატანიზმის ექსპერტად ითვლება. არც ყოფილმა ეპისკოპოსმა და არც მისმა შეყვარებულმა კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

 

 

big_banner
არქივი