logo_geo
რჩევები კიბერ-უსაფრთხოებისთვის
- +

30 ნოემბერი. 2016. 16:52



თანამედროვე მსოფლიოში რიგითი მოქალაქე ინტერნეტში „ძრომიალის" დროსაც არ არის დაცული. ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებამ, მრავალი რისკი წარმოშვა, რომლისგანაც არავინაა დაცული. კიბერ-დანაშაული თითქოს ტექნოლოგიურ განვითარებას ფეხდაფეხ მიჰყვება და ყოველწამიერად ძლიერდება. ეს კი, თითოეული ინტერნეტ-მომხმარებლის უსაფრთხოებას უფრო მეტად აყენებს ეჭვის ქვეშ.


ქვემოთ მოყვანილი რჩევები, თითოეულ მოქალაქესა და ინტერნეტ-მომხმარებელს დაეხმარება, თავი დაიცვას კიბერ-დანაშაულებებისგან.


  • ყოველთვის განაახლეთ თქვენი კომპიუტერი უახლესი პროგრამების მიხედვით - ეცადეთ „დაააბდეითოთ". აღნიშნული ქმედებით, ხელს შეუშლით დამნაშავეს, ისარგებლოს პროგრამის სისუსტეებითა და სიძველით. ამ ქმედებით თქვენ არ გექნებათ ჰაკერებისგან აბსოლუტური დაცვა, მაგრამ მათ საქმეს უდავოდ გაურთულებთ;


  • ახალი კომპიუტერის დაყენებისას დარწმუნდით, რომ იგი არა მხოლოდ მუშაობს, არამედ მუშაობს დაცულ რეჟიმში. განსაკუთრებით საშიში და ადვილად შეღწევადი იქნება კომპიუტერი, თუკი მასში არალიცენზირებული პროგრამებია ჩატვირთული;


  • აირჩიეთ ძლიერი კოდი და არ გამოააშკარაოთ იგი. უზრუნველყავით მტკიცე და რთული კოდის დაყენება, რომელიც მხოლოდ თქვენ გეცოდინებათ;


 · დაიცავით თქვენი კომპიუტერი სპეციალური ანტივირუსული პროგრამებით. დამატებით საჭიროა სპეციალური ანტივირუსული პროგრამის დაინსტალირება კომპიუტერში, მაგრამ გახსოვდეთ, რომ პროგრამის ვერსია აუცილებლად უნდა იყოს ლიცენზირებული;


  • დაიცავით თქვენი პერსონალური ინფორმაცია. ხშირ შემთხვევაში, სხვადასხვა ონლაინ-მომსახურების სანაცვლოდ, მოგეთხოვებათ პერსონალური ინფორმაციის მიწოდება. გაითვალისწინეთ, რომ ბევრი მომწოდებელი არის თაღლითი და ინფორმაციას ბოროტად იყენებს. ამ შემთხვევაში, უნდა დააკვირდეთ მეილის შემადგენლობას - დავირუსებული ან თაღლითური მეილები გაუმართავი ენითაა შედგენილი. იმ შემთხვევაში, თუ წყაროში დარწმუნებული არ ხართ, მეილს საერთოდ არ უპასუხოთ;


  • ეცადეთ, არ აჰყვეთ ემოციებს და არ მიიღოთ არარეალურად მომგებიანი შემოთავაზებები უცხო პირებისგან;


  • რეგულარულად შეამოწმეთ საკრედიტო ბარათისა და ინტერნეტ ბანკინგის პირადი მონაცემები. აღნიშნული მოგცემთ საშუალებას დაბლოკოთ თქვენი ანგარიში ოდნავი ეჭვის შემთხვევაშიც კი;


  • ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს ინტერნეტში ყოფნისას. აკონტროლეთ უცხო პირთა მიერ მათთან სოციალური ქსელების ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით დაკავშირების მცდელობები.


 

big_banner
არქივი