logo_geo
დმიტრი გოლუბოვი: სააკაშვილი ჩვეულებრივი ყბედი და თაღლითია
- +

16 ნოემბერი. 2016. 15:11


გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში,  უკრაინის რადას დეპუტატი და პოროშენკოს ბლოკის წევრი დმიტრი გოლუბოვი მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრობს.


„დღეს სააკაშვილისთვის უკრაინა ერთადერთ თავშესაფრად იქცა, მაგრამ მერწმუნეთ, მალე მოცურდება და თანაც იმაზე მძიმედ, ვიდრე საქართველოში 2012 წელს მოხდა. მისთვის ხელისუფლებაში კომფორტულად ყოფნა ბევრად ხელსაყრელი პოზიცია იყო, თუმცა, როდესაც მიხვდა, რომ პოროშენკო თავის გუნდში დიდხანს ვერ შეიფარებდა, ოდესის გუბერნატორის პოსტიდან გადადგა", - აცხადებს გოლუბოვი.

 

დეპუტატის აზრით, მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში არანაირი შანსი არ გააჩნია.


„სააკაშვილის შანსი უკრაინაში ნულის ტოლია. ოდესაში, ვინც „მიშკა ქართველის" წესებს არ დაემორჩილა, ყველას ბიზნესი წაართვა. ერთი შეხედვით, კორუფციასთან მებრძოლი სააკაშვილი უკრაინის ერთ-ერთ მთავარ კორუფციონერად იქცა. დიდი ხანია ვამბობ, რომ სააკაშვილი ჩვეულებრივი ყბედია, რომლის ზღაპრებიც დღითი დღე საპნის ბუშტებივით სკდებოდა", - აღნიშნა დეპუტატმა.

 

გოლუბოვი, ინტერვიუში, სააკაშვილის იმ ქმედებებზეც საუბრობს, რის გამოც მას კორუფციონერს უწოდებს და მიაჩნია, რომ უკრაინა საკმარისად დაიტანჯა იმისათვის, რომ კიდევ ერთი თაღლითი პოლიტიკოსი არ შეიფაროს.


„მან უკრაინელი მეომრებისთვის ჩარიცხული ფულით მდიდრული ცხოვრება მოიწყო, ბოლო მოდელის ავტომობილები შეიძინა. პარალელურად, ხვდებოდა რადის დეპუტატებს, რომ მათგან პრემიერის პოსტზე დასაწინაურებლად მხარდაჭერა მიეღო, თუმცა ჩემი კოლეგები კარგად ხვდებიან მის მიზნებს და იმასაც, რომ სააკაშვილი ჩვეულებრივი თაღლითია", - განაცხადა დმიტრი გოლუბოვმა.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი