logo_geo
რით აშანტაჟებენ „ნაცები“ ზაალ უდუმაშვილს?
- +

7 აგვისტო. 2017. 11:16


თბილისის მერობის ერთ-ერთ კანდიდატ ზაალ უდუმაშვილზე დღეს ბევრი ლაპარაკობს, რომ ისიც პაატა ბურჭულაძის ბედს გაიზიარებს. რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება ტელეწამყვანმა, მაშინ, როცა მისი დამარცხების შანსი ასე დიდია? ამის შესახებ „ალიას" უყვებიან: „ზაალ უდუმაშვილი ჯერ კიდევ ნოემბრის აქციის შემდეგ პროტესტის ნიშნად ტოვებდა თურმე "რუსთავი 2"-ის ეთერს, მაგრამ "ნაცებმა" მას უფლება არ მისცეს, ტელეკომპანიიდან წასულიყო. ამის გამო მის ძმას დიდი რაოდენობით ნარკოტიკები ჩაუდეს და დააკავეს. უდუმაშვილი კი არჩევანის წინაშე დააყენეს - თუკი ის "რუსთავი 2″-ს დატოვებდა, მაშინ მის ძმას ციხეში გამოკეტავდნენ და თუკი დარჩებოდა, მაშინ ძმას ციხიდან გამოუშვებდნენ. უდუმაშვილმა მეორე აირჩია და ძმა ასე იხსნა ციხიდან. ახლაც ეს კომპრომატია მიზეზი, რომ ისე ატრიალებენ, როგორც უნდათ".


„ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ. თუმცა, "ნაცებმა" ნახევარი საქართველო ასეთი ბინძური მეთოდებით "დაავერბოვკეს". კარგად იციან პიროვნულ ღირსებასა და თავისუფლებაზე უარის მთქმელი ადამიანის ფასი. "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკური პარტია კი არა, სექტაა, სადაც საკმარისია ერთხელ ამოყო თავი, მერე "ევროპელი ნაცი" კი არა, რაც არ უნდა დაირქვა, მაინც "ნაცი" ხარ, მორჩა და გათავდა.

 

"ალიას" ერთგულ მკითხველს ისიც კარგად ემახსოვრება, რომ ჯერ კიდევ ოთხი წლის წინათ, თბილისის მერის არჩევნებამდე, როცა ნიკა მელია იყო მერობის კანდიდატი, "ალიაში" გამოქვეყნდა წერილი: "ამ საქმეზე ნიკა მელიას თურმე აკანკალებს, მისი ცრუ დასმენით ჩემი შვილი უკვე ხუთი წელია, უკანონოდ იხდის სასჯელს"... დიახ, ბატონებო, მელიას ცრუ დასმენით გლდანის ციხეში სრულიად ახალგაზრდა კაცი წლებია სასჯელს იხდის, რომელიც "ნაცებს" ფეხებით ჰყავდათ ჩამოკიდებული და ციხეში იმის გამო აწამებდნენ, რომ არჩადენილი დანაშაული ეღიარებინა. აი, ასეთი იყო ეს ისტორია, "ნაცებმა" მელიას მისთვის სრულიად უცნობ ახალგაზრდაზე უთხრეს, მიდი, ხელი დაადეო და მელიამაც დაადო ხელი უდანაშაულო ბიჭს, რომელიც მკვლელობის დროს ლექციებზე იყო და ასე გააუბედურეს უდანაშაულო ადამიანი.

 

საინტერესო იყო, რა კომენტარს გააკეთებდა "ალიას" მიერ მოპოვებულ სკანდალურ ფაქტზე თბილისის მერობის ამჟამინდელი კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი... ჩვენ რამდენიმე დღის მანძილზე ვცდილობდით მასთან და მის პიარ-ჯგუფთან დაკავშირებას, უამრავი „მესიჯიც"  მივწერეთ ზაალსაც და მის თანამშრომლებსაც, შტაბიც კი ვიყავი მისული... ბოლოს „მაღირსეს" კომენტარი, რომელიც ქვას ხეთქავს - ზაალი ამ თემაზე კოემნტარს არ აკეთებსო(!)" - წერს „ალია".



ავტორი: ნანა სულავა 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი