logo_geo
კობა დავითაშვილს უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს
- +

14 ნოემბერი. 2017. 11:40

 

 

პოლიტიკოს კობა დავითაშვილს ბეხტერევის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს.


დავითაშვილმა გაზეთ „ალიასთან" საუბრისას განაცხადა, რომ დაავადება 2007 წლის ნოემბერში მის მიმართ განხორციელებულმა ფიზიკურმა ანგარიშსწორებამ გამოიწვია, რამაც 10 წლის შემდეგ იჩინა თავი.


„ეს დაავადება საკმაოდ იშვიათია, ძალიან გავრცელებული და ბოლომდე შესწავლილი არ არის და არც ბოლომდე იკურნება, ეს არის აუტონომიური დაავადება, როდესაც შენივე იმუნური სისტემა, რომელიც სხვა დაავადებებს უნდა ებრძოლოს, ებრძვის შენივე ორგანიზმს. ჩემს შემთხვევაში მიზეზი ტრავმა გახდა. როგორც წესი, დაავადების გამოვლენა ხდება საშუალოდ 10 წელიწადში. ასე რომ, 2007 წლის 7 ნოემბრიდან ზუსტად 10 წელი გავიდა და, შესაბამისად, მან 10 წლის შემდეგ იჩინა თავი. დარტყმის შედეგად კისრის მალებში ორი ხრტილის ჩავარდნა მოხდა, ამ მომენტში ჩემმა ორგანიზმმა აღიქვა, როგორც უცხო სხეული, თითქოს რაღაც შემერჭო და დაუწყო ბრძოლა, ახლა უკვე მთელი ხერხემლის ანთება მაქვს. უსიამოვნო რაც ახლავს, ეს არის, ფეხებიდან იწყება და ზევით ამოდის სპაზმი, ახლა ფეხებს ვერ ვგრძნობ. ისეთი განცდა მაქვს, რომ ოჩოფეხებზე ვდგავარ და ეს სპაზმთან ერთად ხელს მიშლის სიარულში და ძნელად დავდივარ. თუმცა, მოძრაობა სავალდებულოა, რადგან, თუ გაჩერდი, მთლიანად გაშეშდები",- აცხადებს დავითაშვილი.


კობა დავითაშვილის თქმით, მისი დაავადება არ იკურნება. ახლა კი მკურნალობის ამოცანაა, შემსუბუქდეს ტკივილები, რომ სიარული უფრო უკეთესად შეძლოს.


„მთავარია, უფრო უკეთესად შევძლო სიარული. მთავარი ამოცანაა ის, რომ ვითარება უფრო არ გაუარესდეს. გაუმჯობესება შეუძლებელია, წარმოიდგინეთ, რომ ჩემი ხერხემალი ბამბუკის რტოდ არის ქცეული. დაავადება მე-4 სტადიაშია, უფრო ადრე რომ გამოვლენილიყო, შესაძლოა, უკეთესად წასულიყო ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ახლა მთავარია, შევინარჩუნო ეს მდგომარეობა. მკურნალობის კურსის გასავლელად დაფინანსება დამჭირდა, მივმართე ჯანდაცვის სამინისტროს და დამაფინანსეს, ორი კვირის განმავლობაში მკურნალობის კურსს გავდივარ ტკივილის მართვის ცენტრში, რომელსაც შალვა გადაბიძე ხელმძღვანელობს, რაც ძალიან დამეხმარა, ამაზე უარესად ვიყავი, ღამე ტკივილებისგან არ მეძინა, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია ჩემი მეუღლე, ორჯერ კიბეებზე წავიქეცი, მეზობლებიც შევაწუხე და ეს ცენტრი ძალიან დამეხმარა, ტკივილები შემიმსუბუქდა და უფრო მოძრავი გავხდი", - აცხადებს კობა დავითაშვილი.










 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი