logo_geo
გია ყრუაშვილი: ქმარი ცოლს აცილებდა იტალიაში... რაც იქ ვნახე, მეგონა, გული გამისკდებოდა...
- +

28 მარტი. 2018. 20:13



„ალიას" „თავისუფალი საქართველოს" წევრი, ვეტერანი რკინიგზელი, გია ყრუაშვილი ესაუბრება:


„რამხელა ტკივილია, რაც ამ დღეებში დაგვემართა, ტატუნაშვილი ჩემნაირების ძმაკაცია და არა ბოკერიასი და მისნაირების, ჩემი და თქვენი ტკივილია და არა მოღალატეების. ქართულ საქმეს ვინც აკეთებდა იმათ უნდა ვიგლოვოთ დღეს გმირი ტატუნაშვილი, თორემ ბოკერიას და მის გუნდს უფლებაც არ აქვს მის ცხედარს პატივი მიაგოს, ტატუნაშვილის მკვლელობა ზუსტად მაგათ კისერზეა... აღარ ვიცი რა გველოდება, მულტფილმებიც ისეთი შინაარსის გამოსულა, იმ დღეს ვნახე, რომ იქაც არატრადიციულ ორიენტაციაზეა აქცენტი, ანუ, ბავშვებში დებენ უკვე ამას, უნდათ რომ დააკანონონ.... ფაროსანასავით შემოგვესივნენ, აი სხვა რამეს გეტყვით, ხარაგაულში ვარ მე, თუ ვინმემ 50 ქათამი მაინც იყოლია, იმ წუთში თითქოს არსაიდან, უჩნდებათ რაღაც ჭირი და ეხოცებათ, რაღაცა ხდება, გვიკეთებენ რაღაცას, რომ ყველაფერი ფალსიფიცირებული გვაჭამონ, ერი დაავადებულია ფიზიკურად... ამას აკეთებს ვიღაცა ქართველების ხელით, აკეთებენ ანტიქართულ საქმეს. მე ვფიქრობ, რომ ორიენტაციაზე საუბარი უნდა იყოს დასჯადი, ვინც გამოვა ტელევიზიით და თავის გადატრიალებულ ორიენტაციაზე ილაპარაკებს, უნდა დაიჭირონ, ვის სჭირდება ეს, ვის. რა გავაკეთე მე პირადად ამდენი ბრძოლის შედეგად, რომ გავხდები 80 წლის, ღირსიც არ ვიქნები, შვილმა გამარჯობა მითხრას.... ისეთ ქვეყანას ვაშენებთ, სადაც შვილმა მშობელს უნდა უჩივლოს შენიშვნაზე, მასწავლებელი ხმას ვერ იღებს შიშით და თუ რამე არ მოგეწონა, ხარ არადემოკრატიული. სადაა დასაქმებული ხალხი, კომუნისტობის დროს უმუშევრობაზე იჭერდნენ, თანამდებობაზე არ დაგსვამდნენ, თუ ბოზი ცოლი გყავდა, თუ ოჯახი არ გქონდა ტრადიციული და ახლა? ქალი არ დარჩა სამოცი წლის ქვემოთ, ქალები აღარ არიან - დედები, ცოლები, გადახვეწილია ყველა საზღვარგარეთ საარსებოს საძებნელად.

 

იმ დღეს აეროპორტში ვიყავი და ერთი კვირა ვიყავი ძალიან ცუდად იქ რასაც ვუყურე, იქნებოდა გოგონა 8 წლის და ბიჭი 10 წლის, ქმარი ამ შვილებთან ერთად აცილებდა ცოლს იტალიაში, გააცილეს და ეს ბავშვები მამასთან რომ დარჩნენ, ეს უნდა გენახათ, თუ გული არ გამისკდებოდა არ მეგონა, მამას აღარ მიყვებოდნენ ბავშვები სახლში, სანამ არ აფრინდა დედას მისდევდნენ, გესმით? გესმით ეს რა ტრაგედიაა? რამდენი ასეთი ტრავმირებული ბავშვი გაეზრდება ამ ქვეყანას და წარმოდგენაც არ შემიძლია რანი ვიქნებით, მაგრამ ვის ადარდებს, ყველა საკუთარი კეთილდღეობისთვისაა სკამებზე დღეს და მსგავსი ძარღვსაც არ უტოკებს ამ ხალხს.....

 

იმდენი ქნეს, ხალხი დააშორეს ეკლესიასაც, მრევლი გახლიჩეს შუაზე და ეს გაბუნიასნაირების ბრალი სულაც არაა ახლა... საპატრიარქოც რომ იდგეს, გამსახურდიას პერიოდიდან მოყოლებული, თავის მოწოდების სიმაღლეზე... არადოდეს მითქვამს და უნდა ვთქვა... მაშინ პარტიარქი სად და ვის გვერდზე იდგა... აი, დააკვირდით თურქეთიდან შემოტანილ ყველა საცვალზე, ფეხსაცმლის ძირებზე და ა.შ არის გამოსახული ჯვარი, კანალიზაციას რკინის სახურავები რომ აფარია, იმაზეც ჯვარია გამოსახული, ეხლა რაზეა საუბარი? ესე იგი რა მიზანი აქვს ამას ? და რა ზომებს ღებულობს საპატრიარქო? თუ ასე გაგრძელდა ამ ქვეყანაში 50 წელში არაფერი ღირებული არ დარჩება, ხალხმა თუ არ ამოიღო ისევ ხმა, ახალგაზრდობა თუ არ გამოვიდა, მართლა არ ვიცი რა შეგვრჩება ხელში. ამბობენ, დავიღალეთ, სულ ერთ წრეზე ვტრიალებთ და ქუჩაში გამოსვლა აღარ გვინდაოო. დაღალა არაა გამოსავალი, მანამდე უნდა ვიბრძოლოთ, სანამ არ გადავრჩებით, ქართველი კაცის ბუნებაში არ დევს დანებება, ვის დავნებდეთ, უღირს და ღვთის პირიდან გადავარდნილ მოღალატეებს? სხვათაშორის მინდა გითხრათ, რომ დღეს საქართველოში ახალგაზრდობის უკვე 80 % არის პლანის მომხმარებელი, არ შემრცხვეა ამის თქმის, ალაპარაკონ ბატონო, ნებისმიერი ქართველი ქალი რომელსაც ყავდა ნარკომანი ქმარი, ალაპარაკონ, რაზეა წამსვლელი ეს ხალხი ნარკოტიკის გამო და ეს არ არის ერის გადაშენებისკენ სწრაფი ტემპით მიმავალი გზა? ხოდა ვინ შესვა ერის ჯანსაღი ნაწილი მოსაწევზე?! მეც არ ვარ მომხრე პლანის გამო ვინმე დაიჭირონ, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ასევე რომ არ ხდებოდეს ჩადება, ეს გავიარეთ უკვე.

 

გამომდინარე ყველაფრიდან, გამოდის, რომ ჩვენ დამოუკიდებლად ცხოვრება არ შეგვიძლია, ოდითგან ასე იყო, შაჰ-აბასმა არ თქვა ესენი ერთმანეთს დაუპირისპირე და თავად განადგურდებიანო? ასე არ არის? პრორუსი, რას ქვია, პრორუსობას ვერავინ დამაბრალებს, თუ ვიტყვი, რომ პუტინს ძმაო, უყვარს რუსეთი, მისნაირი ლიდერი ლენინის მერე არ ღირსებია რუსეთს, უკრძალავ თავის ქვეყნის სიყვარულს? რა თქმა უნდა, ის არის ოკუპანტი და წაგართმევს ყველაფერს, თუ შენ ვერ დაიცავ შენსას და არ გექნება არაფრის უკაცრავად და, ტრ...ი. აგინო, აგინო და მერე შემოვიდეს და დაგესხას თავს, რას შვები, მე 2008 წელს იქ ვიყავი, ომში, თვითონ სად იყვნენ, თვითონ? და დღეს მე მეუბნებიან შენ ხარ პრორუსიო?", - განაცხადა გია ყრუაშვილმა.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი