logo_geo
ვახტანგ ხარჩილავა: 10 ივნისი „ნაცმოძრაობის“ გარდაცვალების დღეა!
- +

19 ივნისი. 2018. 16:31

 

„საერთო გაზეთის“ მთავარი რედაქტორი ვახტანგ ხარჩილავა 10 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციას გამოეხმაურა.

 

„10 ივნისის აქცია ჩაიშალა, ამის მიზეზი კი არც ხელისუფლების ზეწოლა ყოფილა, არც რაიმე სხვა გარე ფაქტორი - აქცია მისი ფარული ორგანიზატორის და იდეოლოგის - „ნაცმოძრაობის“ გამო ვერ შედგა.

 

ეს უკვე ის საბოლოო განაჩენია, რომელიც ქართველმა ხალხმა გამოუტანა „ნაცმოძრაობის“ სისხლიან რეჟიმს და მის წარმომადგენლებს.

 

10 ივნისი „ნაცმოძრაობის“ გარდაცვალების დღეა! ცხედრის დამარხვა ნაწილ-ნაწილ, 2020 წლის შემოდგომამდე“, - განაცხადა ვახტანგ ხარჩილავამ.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი