logo_geo
ლაშა ნაცვლიშვილი: ერთ დღეს სააკაშვილმა შესაძლოა, საქართველოში გაიღვიძოს ისე, რომ არ ახსოვდეს, როგორ ჩამოვიდა
- +

15 ნოემბერი. 2016. 14:00


„ერთ მშვენიერ დღეს სააკაშვილმა შესაძლოა, საქართველოში გაიღვიძოს ისე, რომ არ ახსოვდეს, როგორ ჩამოვიდა", - ამის შესახებ მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში აცხადებს და ამბობს, რომ უკრაინა სააკაშვილის საქართველოსთვის ექსტრადირებას კანონმდებლობის მიხედვით, არ განახორციელებს.

 

 

„უკრაინის კანონმდებლობა, წესით, არ ითვალისწინებს საკუთარი მოქალაქის სხვა ქვეყნისთვის გადაცემას, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის შემთხვევა ექსტრაორდინარულია, რადგან ის პირველი მოქალაქეობით ქართველია. ფორმალურად ეს მოსალოდნელი არ არის, თუმცა შემოქმედებითი მიდგომის შემთხვევაში, გამორიცხული არ არის. შეგახსენებთ, რომ ნაცისტ დამნაშავეებს პროგრესული საზოგადოება იჭერდა და დევნიდა 1980-იანი წლების ბოლომდე. ამიტომ არასოდეს უნდა ვთქვათ - არასოდეს. ერთ მშვენიერ დღეს სააკაშვილმა შესაძლოა, საქართველოში გაიღვიძოს ისე, რომ არ ახსოვდეს, როგორ ჩამოვიდა. ის ექსტრაორდინარული პიროვნებაა, შესაძლოა, სადღაც დათვრეს და ჩამოფრინდეს კიდეც", - განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.





 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი