logo_geo
ირმა ინაშვილი: დავით თარხან-მოურავი ნამდვილად არის ერეკლე მეფის შთამომავალი
- +

20 ნოემბერი. 2016. 20:27


მე-9 მოწვევის პარლამენტის თავჯდომარის მოადგილემ ირმა ინაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, რომ მასზე და დავით თარხან-მოურავზე საუბარი თითქოს იუმორისტულად მიდის, სინამდვილეში კი ეს ყველაფერი გადავიდა იუმორის ზღვარს და ხორციელდება მათი დისკრედიტაცია.


„გასაგებია, რომ ამაში სხვადასხვა ძალები არიან ჩართული, იგივე სოციალურ ქსელში, სხვადასხვა სიტყვები არის ძველი გადაცემიდან ამოღებული და მიბმული ერთმანეთზე და თითქოს ჩვენ ვართ სულელები, არაადეკვატურები, საერთოდ უცოდინარები, ამპარტავანი ადამიანები, აი ასეთი იმიჯის ფორმირება ხდება და ეს არის ძალიან სამწუხარო, სწორედ ასეთ ბერკეტს იყენებდა სააკაშვილი ოპონენტების წინააღმდეგ და მე არ მესმის უბრალოდ, სააკაშვილის იდეოლოგიას რატომ აგრძელებს დღეს „ვანოს შოუ", რომელიც ამბობდა, არ უნდა გახსოვდეს შენი წინაპრები და ისტორია.

 

დავით თარხან-მოურავი ნამდვილად არის ერეკლე მეფის შთამომავალი, შესაბამისად ქეთევან დედოფლის და დავით აღმაშენებლის შთამომავალი და მე იმ ქვეყანას რა ვუთხარი, სადაც ჩვენი ისტორია და წინაპრები იქნება დასაცინი . ეს აღარ არის იუმორი და აღარ არი სარკაზმი, ჩვენ უნდა დავანებოთ თავი ჩვენი წინაპრების შეურაცხყოფას და პირიქით, ყველამ უნდა იამაყოს მისი წინაპრით", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.


 

big_banner
არქივი