logo_geo
ლევან ანჯაფარიძე: ერთ ამბავს მოგიყვებით, რომელიც არსად მითქვამს, ის პერიოდია, როცა ბიძინა ივანიშვილი ჯერ პოლიტიკაში არ არის და...
- +

1 მაისი. 2019. 13:46

 

 

„წლების წინ, ერთ-ერთი იმ კაცის დაბადების დღეზე მოვხვდი, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან მეგობრობდა და ეს მეგობრობა თვითონვე უარყო, ახლახან, რატომღაც. ის პერიოდია, როცა ბიძინა ივანიშვილი ჯერ პოლიტიკაში არ არის მოსული. „ქართული ოცნების“ შესახებ ჯერ მხოლოდ ლაპარაკობენ. სუფრაზე ვისხედით მე, ჩემი მეუღლე, ბიძინა ივანიშვილი თავის მეუღლესთან ერთად და სხვები“, - ამის შესახებ კინორეჟისორმა ლევან ანჯაფარიძემ „საერთო გაზეთთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„ბიძინა ივანიშვილი იმდენად უშუალო და უბრალო იყო, რომ შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს შევხვდი არა უცნობ მილიარდერს, არამედ ჩემი ბავშვობის მეგობარს. მას მერე ეს კაცი მე არ მინახავს, არც მანამდე მყავდა ნანახი, მაგრამ, როგორც გითხარით, კარგი მეგობარივით თვითონ მისხამდა ღვინოს, თვითონ აწვდიდა ჩემს მეუღლეს კერძებს და სთხოვდა – მიირთვითო.

 

მე მგონია, როცა ასეთი და ამხელა კაცი, ასეთი უბრალოებით და გულწრფელობით, შემოდის შენი ქვეყნის ისტორიაში, მეტი გაფრთხილება და მოფერება სჭირდება.

 

რას გვიკეთებს და რა გაგვიკეთა ბიძინა ივანიშვილმაო.

 

თეატრები რომ ააღორძინა და განადგურებას გადაარჩინა, ათასობით ლარით რომ დაეხმარა გაჭირვებულებს და ავადმყოფებს, სამება რომ ააშენა, უამრავი სიკეთე უჩუმრად რომ გააკეთა, ბანკის ვალები რომ ჩამოაწერა ხალხს, ეს ყველაფერი გაკეთებული საქმე არაა? მოქრთამა ხალხიო, პოლიტიკაში არ იყო და საერთოდ არც აპირებდა, ოჯახებს რომ ინახავდა და გაჭირვებულებს ეხმარებოდა.

 

13 აპრილს შეკრება იყო ფილარმონიაში, ვყოყმანობდი: წავიდე-არ წავიდე, ბოლოს გადავწყვიტე, რომ არ წავსულიყავი და უნდა ვთქვა, კმაყოფილი ვარ საკუთარი თავის, რომ ეს არ გავაკეთე. იქ რომ წავსულიყავი, მერე მთელი ცხოვრება უნდა მენანა ამ ნაბიჯის გამო. ახლა სუფთა ვარ და მართალი საკუთარი სინდისის წინაშე და უფრო ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ბიძინა ივანიშვილი, ჩვენთან ერთად, გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას.

 

ფილარმონიაში ბევრი ჩემი მეგობარი იყო. ქალაქელი კაცი ვარ, უამრავ ადამიანთან მქონია და მაქვს ურთიერთობა, მაგრამ, უნდა გითხრათ, იქ იმ დღეს შეკრებილი იყო ის ხალხი, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილისგან არასოდეს არაფერი არ მოკლებია, მეტიც, ბიძინა ივანიშვილის ხელიდან გამდიდრდნენ და გასუქდნენ. მე და ჩემნაირებს, მის ერთგულ ხალხს, ყოველთვის გვაკლდა ყურადღებაც და შესაძლებლობაც – პირადი კი არა, საზოგადო საქმეები რომ გვეკეთებინა.

 

ამ ვითომ მეგობრებმა, თავხედმა ხალხმა, გაწურეს ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ ვერ გაძღნენ მაინც. ბულემია სჭირთ თუ ფულემია, არ ვიცი, მაგრამ, ფაქტია, ვერ კმაყოფილდებიან და ახალ-ახალ საკბილოს ეძებენ. დიდი ხანი არ არის, რაც ფილმი გადავიღე აფხაზეთზე და უნდა აღვნიშნო, ფილარმონიის დარბაზში რომ ისხდნენ, იმ ხალხიდან ბევრი თვლის, რომ აფხაზეთი გაცვეთილი თემაა უკვე“, - განაცხადა ლევან ანჯაფარიძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი