logo_geo
„გივი თარგამაძის გადარჩენა სააკაშვილის გეგმებში არ შედიოდა“
- +

15 ნოემბერი. 2016. 14:50


„მოგეხსენებათ, არჩევნებამდე სააკაშვილი ბოკერიას, გვარამიას, გივი თარგამაძეს, ნუგზარ წიკლაურსა და პეტრე ცისკარიშვილს სპეცრაზმელების მობილიზებასა და „რუსთავი 2"-ის ეზოში გაშლილ კარვებში ახალგაზრდა დედის მკვლელობას უკვეთავდა!" - ამის შესახებ გაზეთი „ასავალ-დასავალი" სტატიაში წერს სათაურით „ნაცმოძრაობა კაპუტ!" გამოცემის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაი მოსასვლელად ნებისმიერ სიბინძურეზე თანახმა იყო.

 

 

„როცა ეს ჩანაწერები გამომზეურდა, მაშინვე მივხვდი, რომ სააკაშვილს ხელისუფლებაში არავინ დააბრუნებდა, რადგან, როცა ზესახელმწიფოები გადატრიალებებს აწყობენ და ნაცების მსგავსი სოციოპათები ქვეყნის სათავეში მოჰყავთ, იმ ტიპის სატელეფონო ჩანაწერებს, რომლებიც ჩვენ მოგვასმენინეს, ასაიდუმლოებენ!

 

ცხადია, ნაცსექტანტებს ამის გაგონებაც არ სურდათ და ხელისუფლებაში მოსასვლელად ნებისმიერ სიბინძურეზე ყაბულს იყვნენ...

 

ასე მოვიდნენ ისინი 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, როცა თავიანთი მასწავლებლისა და დიდი გურუს - ედუარდ აფეთქებულისა თუ აუფეთქებლის ილეთის გამოყენებით აჟიოტაჟის, „რევოლუციური განწყობისა" და ეიფორიის შექმნასა და არჩევნების ამ ფონზე ჩატარებას შეეცადნენ!", - წერს გამოცემა.

 

 

„ასავალ-დასავალი" დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტთან დაკავშირებით წერს და ამბობს, რომ სააკაშვილმა ის თავისი გეგმების, კერძოდ კი ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის გამოიყენა, მაგრამ თარგამაძე გადარჩა, რაც სააკაშვილის გეგმებში არ შედიოდა.

 

„სააკაშვილმა ამისათვის ცნობილი ჯალათი და „მორგის" ყოფილი სანიტარი გივია თარგამაძე შეარჩია, რომელიც მართლაც ააფეთქეს, მაგრამ ჰოი, საკვირველებავ, გივია გადარჩა!

 

ცხადია, გივის გადარჩენა სააკაშვილის გეგმებში არანაირად არ შედიოდა, მაგრამ რას ვიზამთ, ასეთ საქმეებს ხშირად ნავსი ახლავს ხოლმე!            

 

ნაცმოძრაობა იმ დღეს დაიშალა, როცა სააკაშვილმა 27-პროცენტიან ნაცებს ოდესიდან მოიწოდა, პარლამენტში თქვენი „დუხი" არ ვნახოო და ბოკერია და კომპანია ამ ბრძანებას არ დაემორჩილნენ!

 

ახლა სანაცეთში ასეთი სიტუაციაა - ბოკერიას კნეინა თამარ ჩერგოლეიშვილი „ზელიონკიან" ადეიშვილის საყვარელიძესა და სააკაშვილს ლანძღავს და უგულავას ვაჟკაცობას უქებს - გიგი თქვენსავით აქედან მაინც არ „დათესილაო"!

 

აქეთ ნანუკა ჟორჟოლიანი ლანძღავს ნაცებს, იქით ანდრო ბარნოვი ვიღაცას ენას უყოფს და არის ერთი ვაი - უშველებელი!

 

მოკლედ, ჩვეულებრივი „ქართული პოლიტიკური პროცესია" - ოდესაში გადახვეწილ სააკაშვილს, რომელმაც დანაქადი არ შეასრულა და საარჩევნოდ საქართველოში არ ჩამოვიდა, ხელისბიჭები აუჯანყდნენ და პარტია დაეშალა!" - წერს გაზეთი „ასავალ-დასავალი".  



 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი