logo_geo
სოფო კილაძე: ჩვენი ხელისუფლების დროს, ადამიანის უფლებების დაცვა სრულიად ახალ სტანდარტზე გადავიდა
- +

21 ნოემბერი. 2016. 20:52



„ქართული ოცნების" განახლებული გუნდის წევრი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე გაზეთ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში, გასული ოთხი წლის განმავლობაში ადამიანის უფლებებს აფასებს. მისი თქმით, „ქართული ოცნების" ხელისუფლების დროს, ადამიანის უფლებების დაცვა სრულიად ახალ სტანდარტზე გადავიდა.


„ადამიანის უფლებები არის ერთ-ერთი ის მიმართულება, რომლითაც არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას", არამედ მთლიანად ქვეყანას შეუძლია იამაყოს.

 

ჩვენი ხელისუფლების დროს, ადამიანის უფლებების დაცვა სრულიად ახალ სტანდარტზე გადავიდა. არ ხდება ადამიანებზე სისტემური ძალადობა და სახელმწიფო აღარ გახლავთ ამ ძალადობის იარაღი. უსამართლობის განცდა, რომელიც წლების განმავლობაში ჰქონდა საზოგადოებას, ჩემი აზრით, აღარ არსებობს", - განაცხადა კილაძემ.

 

მისი თქმით, ის ყველაფერს იღონებს, რომ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანოს.


„რა თქმა უნდა, კონკრეტული დანაშაული შეიძლება სადღაც მოხდეს, ამისგან დაცული არავინაა, მაგრამ თითოეულ ასეთ ფაქტზე მთავარია ადეკვატური რეაგირება, რასაც ჩვენი ხელისუფლება აკეთებს კიდეც.

 

მე ყველაფერს ვიღონებ, რომ ადამიანის უფლებების დაცვის ეს სტანდარტი შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიყვანოთ", - დასძინა დეპუტატმა.











 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი