logo_geo
გიორგი ფოფხაძე: გიორგი გვიმრაძემ თანამდებობდა უნდა დატოვოს!
- +

22 ნოემბერი. 2016. 02:06



„წესით და კანონით უნდა ჩატარდეს მოკვლევა, რომლის შემდეგაც მთელი მენეჯმენტი და გიორგი გვიმრაძე უნდა წაბრძანდნენ სახლში",- ამის შესახებ ჟურნალისტმა გიორგი ფოფხაძემ ტელეკომპანია „ობიექტივში"  განაცხადა. როგორც ფოფხაძე აღნიშნავს, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი თანამდებობას ტოვებს, მასთან ერთად მენეჯმენტიც მიდის. ფოფხაძე ასევე აღნიშნავს, რომ დღემდე გაუგებარია „საზოგადოებრივ მაუწყებელში" ვინ იღებს გადაწყვეტილებებს და სად იხარჯება 40 000 000, რომლითაც აღნიშნული ტელეკომპანია ფინანსდება.


„საფრანგეთის ტელევიზიაში ვიმუშავე და როდესაც ახალი მთავრობა მოდიოდა, დირექტორიც და მენეჯმენტიც მიდიოდა. დღემდე ვერ დავადგინე ტელევიზიაში ვინ არის გადაწყვეტილების მიმღები ბორდი თუ დირექტორი, თუ მენეჯმენტი.  

 

ტელევიზიაში უნდა მოვიდეს ადამიანი, რომელიც ძირეულად შეცვლის და მუდამ რეორგანიზაციის რეჟიმში არ ვიქნებით. 40 000 000, რომელიც გამოყოფილია ტელევიზიაზე და ასეთი დაფინანსება CNN-საც არ აქვს გაუგებარია სად იხარჯება. დღემდე ძველ პარკეტზე დავდივართ და ჟურნალისტებს ეუბნებიან, ფული არ გვაქვსო.

 

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ბორდს, რომ მათ მიიღონ ადეკვატური გადაწყვეტილება, პასუხისმგებლობა აიღონ, თორემ „საზოგადოებრივ მაუწყებელში" ძალიან ცუდი პროცესები განვითარდება. ბორდმა ახალი ხელისუფლება გამჭირვალედ და ნორმალურად უნდა აირჩიოს",- განაცხადა ფოფხაძემ.













 

big_banner
არქივი