logo_geo
ნიკოლოზ მჟავანაძე: „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უნდა იყოს აღძრული
- +

22 ნოემბერი. 2016. 02:47



„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ „tvპირველის" ეთერში „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც მჟავანაძემ განაცხადა, აღნიშნული ტელევიზია წლების განმავლობაში „აკანონებდა სააკაშვილის დანაშაულებრივ ხელისუფლებას".


„რუსთავი 2"-მა უახლოეს ისტორიაში რა როლიც შეასრულა, ეს არის დანაშაულებრივი. ეს იყო ტელევიზია, რომელიც აკანონებდა სააკაშვილის დანაშაულებრივ ხელისუფლებას. ახლა წესით, „რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უნდა იყოს აღძრული. გაიხსენეთ, ვანო მერაბიშვილმა „რუსთავი 2"-ს 16 მილიონი აპატია",- განაცხადა მჟავანაძემ.













 


 

big_banner
არქივი