logo_geo
მეუფე მელქისედეკი: საქმეში მამალიძის გარევით ჩირქი მოსცხეს მეუფე დიმიტრი შიოლაშვილს
- +

23 თებერვალი. 2017. 15:06



„თუკი მამალაძეს დაბრალდებოდა პატრიარქის მკვლელობის მცდელობა, ცხადი ხდებოდა, რომ ეს მეუფე დიმიტრის დავალებით მოხდებოდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ძმიშვილი ბიძის ტახტისთის იბრძოდა, ანუ ამ თემით და საქმეში მამალაძის გარევით ჩირქი მოსცხეს მეუფე დიმიტრი შიოლაშვილს. მე როგორც ვიცი, უწმინდესის მიერ შედგენილ ანდერძში უკვე წერია, რომ უწმინდესი მის მემკვიდრედ დიმიტრი შიოლაშვილს მოიაზრებდა. ან ვის ისურვებდა ბიძა ძმისშვილზე უფრო სუფთასა და წმინდას. ამ ინფორმაციამ გამოჟონა და სწორედ მაშინ ამოქმედდა სამი ჯგუფი" - განაცხადა გაზეთ „ალიასთან" საუბარში მეუფე მელქისედეკმა.


მეუფე მელქისედეკი საუბარში ხაზს უსვამს იმას, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე მეუფე დიმიტრის გამოზრდილია, სწორედ მისი მეშვეობით მოხვდა საავადმყოფოს დირექტორად. მისივე თქმით, დღევანდელ ხელისუფლებას არ აწყობს მეუფე დიმიტრის სახელის გატეხა, რადგან სინოდის წევრებს შორის ხელისუფლებისადმი მეუფე დიმიტრი ყველაზე მეტად ლოიალურად არის განწყობილი.


რაც შეეხება ბოლო დღეებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ არა პატრიარქის, არამედ პატრიარქის პირადი  მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მოწამვლა იგეგმებოდა, მეუფე მელქისედეკი აცხადებს, ამ ორ ამბავში დიდი განსხვავება არაა.


„შორენა თეთრუაშვილი რამდენადაც ანგარიჟებული უნდა იყოს, როგორი ქვენა მოვლენებითაც უნდა იყოს დახუნძლული, რაც უნდა იყოს, ის უწმინდესის უერთგულესია. თუნდაც იმიტომ, რომ როცა უწმინდესი აღარ იქნება, ის კარგავს ყველა პრივილეგიას, ამიტომაც ის სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძვის, რომ დიდხანს იყოს პატრიარქი... ყველამ კარგად იცის, უწმინდესი რომ მოიშორო, ჯერ შორენა უნდა მოაშორო მას", - აღნიშნავს მეუფე მელქისედეკი.


მოვლენების განვითარებას მეუფე მელქისედეკი წინასწარმეტველების საფუძელზე ხედავს, რომლის  მიხედვითაც, ილია მეორე ბოლო ჟამის პატრიარქია და ის მოესწრება საქართველოს გამთლიანებას.


„ალბათ, ყველა კარგად ხვდება, რომ საქართველო ერთ თვეში ვერ გამთლიანებდა, იმავე წინასწარმეტყველებაში ისიცაა აღნიშნული, რომ პატრიარქი იქნება ღრმა მიხრწნილებამდე, შესაბამისად, ამ სამ დაჯგუფებას ყველა მცდელობისას კოვზი ნაცარში ჩაუვარდება", - განაცხადა მეუფე მელქისედეკმა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი