logo_geo
ელიზბარ ჯაველიძე: აქამდეც ხომ უნდოდათ პატრიარქის მოწამვლა, ერთხელ და ორჯერ მოწამლეს?!
- +

2 მარტი. 2017. 00:31



„დღეს, ქართველი ვეღარ ქართველობს. ერმა ღირსება, სახე, სულიერება დაკარგა. სულიერებას ებრძვიან, რისი უმთავრესი ნაწილი, რა თქმა უნდა, მართლმადიდებლობა, ჩვენი რწმენაა", - ამის შესახებ აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე „საერთო გაზეთთან" მიცემულ ინტერვიუში საუბრობს. ჯაველიძე ასევე ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს პატრიარქის მოწამვლის შესახებ და აღნიშნავს, რომ ილია მეორის მოწამვლა აქამდეც სცადეს.



„ჩვენს რწმენას უტევენ. ერთი ამბავია ატეხილი პატრიარქთან დაკავშირებულ სკანდალზე. ეს ინფორმაცია არ მიკვირს, ეს ხომ პირველი შემთხვევა არ არის. აქამდეც ხომ უნდოდათ პატრიარქის მოწამვლა, ერთხელ და ორჯერ მოწამლეს?! ამ ხალხის უსინდისობას ზღვარი არ აქვს", - აცხადებს ჯაველიძე.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი