logo_geo
მამა შალვა კეკელია: სტუდენტები იკრიბებოდნენ ბოკერიასთან და ბოკერია მათ მითითებებს აძლევდა
- +

11 ნოემბერი. 2019. 14:38

 

„როდესაც ციხის კადრები გავიდა, დათა ახალაია და სოსო თოფურიძე იყვნენ მოსულები“, - ამის შესახებ დეკანოზმა შალვა კეკელიამ „იმედის კვირასთან“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

 

„2004 წლიდან მოხდა ის, რომ ეკლესიის წინააღმდეგ წაიყვანეს 24 სტუდენტი, ისინი იკრიბებოდნენ ბოკერიასთან და ბოკერია აძლევდა მათ მითითებს. სტუდენტები გამოთქვამდნენ პროტესტს იმის გამო, თუ რატომ შენდებოდა პირამიდა (სამებას პირამიდა დაარქვეს). მაშინ ისეთი გაჭირვება იყო, რომ მათი აზრით, ამხელა ტაძარი არ უნდა აშენებულიყო. თუმცა ერის ღირსებაც ეს იყო, რომ მაშინ, როდესაც ადამიანებს საჭმელი არ ჰქონდათ, ღმერთს მაინც უშენებდნენ სახლს.

 

როდესაც ციხის კადრები გავიდა, დათა ახალაიაა და სოსო თოფურიძე იყვნენ მოსულები. რომლებმაც გვითხრეს, რომ თუ მხარს არ დავუჭერდით, რაღაც კადრებს გაასაჯაროებდნენ სასულიერო პირებზე. ჩვენ კი ვეუბნებოდით, რომ მოეცათ ის კადრები და ჩვენ თვითონვე დავსჯიდით იმ სასულიერო პირებს. „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ეპისკოპოსებს ჯიპები დაურიგეს და სწორედ მაშინ წამოვიდა თემა ჯიპებიანი მღვდლების შესახებ. ჯერ დაურიგეს მანქანები და მერე თვითონვე აამუშავეს ეს თემა - ნახეთ, ჯიპებში სხედან ეპისკოპოსებიო“, - აღნიშნა მამა შალვამ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი