logo_geo
სოფო ნიკოლაიშვილი: მაშინ მიხეილ სააკაშვილიც არ მართავდა ხელისუფლებას. მართავდა თემურ ალასანია
- +

7 ნოემბერი. 2020. 21:51

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წარსული არ არის 7 ნოემბერი, ეს მისი დღევანდელობაა“, - ამის შესახებ ჟურნალისტმა სოფო ნიკოლაიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„მნიშვნელოვანია, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ დღეს ჩვენ წარსულზე არ ვსაუბრობთ, ცხადია, მათ ვისაც არ აწყობს 9 წლის გახსენება, ისინი ამბობენ, რომ არ მოგბეზრდათ ეს 9 წელი, მომავალზე ვიყოთ ორიენტირებული. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ეს წარსული მოდის მომავალში. პრეტენზია აქვს ამ წარსულს, რომ შექმნას საქართველოს მომავალი. „ნაციონალური მოძრაობის“ წარსული არ არის 7 ნოემბერი, ეს მისი დღევანდელობაა. თქვენ იცით, რა დღეში აგდებენ დღეს „იმედის“ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათი მხარდამჭერები?! როგორ ემუქრებიან, მათი ფანტაზია დაულეველია - როგორც კი ხელისუფლებაში მოვლენ, როგორი იქნება მათი ანგარიშსწორება! ჩვენ არ ვსაუბრობთ წარსულზე, ჩვენ ვსაუბრობთ დღევანდელ და მომავალ დღეზე“, - აღნიშნა სოფო ნიკოლაიშვილმა.

 

მისი თქმით, არაფორმალური მმართველი ყოველთვის იყო სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია, რაც ახლაც გამოჩნდა და ყოველთვის ცნობილი იყო.

 

„მაშინ მიხეილ სააკაშვილიც არ მართავდა ხელისუფლებას. მართავდა თემურ ალასანია. ასე რომ, ჩვენ არ ვსაუბრობთ, წარსულზე, ისეთივე წარმატებით შემოვარდებიან და ისეთივე წარმატებით გვირტყამენ „დუბინკებს“, როგორც ეს მოხდა 2007 წელს. ისინი არ შეცვლილან. ისინი თავის აქციებზე ემუქრებიან „იმედის“ ჟურნალისტებს. მათთვის განსხვავებული აზრი აბსოლუტურად მიუღებელია. მიხეილ სააკაშვილისთვის, როგორც ავტოკრატი მმართველისთვის, აბსოლუტურად შეუთავსებელია კრიტიკა“, - აღნიშნა სოფო ნიკოლაიშვილმა.

 

2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 13 წელი გავიდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი