logo_geo
ზაალ წულუკიძე: 7 ნოემბრის მომწყობი 8 ნოემბერს სიყვარულს ვერ მასწავლის
- +

7 ნოემბერი. 2020. 23:31

 

 

ტელეწამყვანი ზაალ წულუკიძე აცხადებს, რომ ვერავინ დააჯერებს, 7 ნოემბრის ავტორები შეიცვალნენ. მისი თქმით, იმჟამინდელ ხელისუფლებაში მყოფებს არც სიტყვის თავისუფლებაზე და არც არჩევნების გაყალბებაზე საბრის უფლება აქვს, თუმცა მათ მორალი საერთოდ არ აქვთ და არც ზნეობა.

 

„7 ნოემბერს აქ ვიყავი, „იმედის“ ამინდის პროგნოზის წამყვანი ვიყავი. მე ანტისემიტური ფრაზა მომხვდა ზურგში მუჯლუგუნთან ერთად, როდესაც გამოვდიოდი „იმედიდან“. როგორი ამინდია „იმედში“ ებრაელის მონავ - შემოვტრიალდი, უკან სამი კაცი იდგა. არ ვიცი, ვინ იყვნენ“, - განაცხადა ზაალ წულუკიძემ.

 

მისივე თქმით, ის ღამე, „იმედის“ დარბევით არ დასრულებულა, შემდეგ იყო რეზინის ტყვიების წვიმა იყო, ბოლოს კი მის წინ რაღაც აფეთქდა, რამაც სპაზმი გამოიწვია.

 

„აქ რომ დავბრუნდით, არ იცით, რა ხდებოდა. გოგო, რომელიც მიკროფონს გვიმაგრებდა, ფეხმძიმედ იყო, ხელკეტი მოხვდა და მუცელი მოეშალა. რომელ დემოკრატიაზე მელაპარაკებით. ესენი რომ მოვიდნენ, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება?!“, - აღნიშნა ზაალ ჭკუასელმა.

 

2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 13 წელი გავიდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი