logo_geo
ზაზა წერეთელი: ეს გაზრდის დაინფიცირებულთა რაოდენობას...
- +

4 იანვარი. 2021. 19:45

 

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველის, ზაზა წერეთლის განცხადებით,  ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ კორონავირუსის ახალი ფორმით, უფრო მეტად 19 წლამდე ახალგაზრდები და ბავშვები ინფიცირდებიან. ამის შესახებ ზაზა წერეთელმა „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.

 

„ახლა აღმოჩნდა, რომ ამ შტამით უფრო მეტად 19 წლამდე ახალგაზრდები და ბავშვები ინფიცირდებიან. რადგანაც ბავშვები უფრო ადვილად ინფიცირდებიან, შესაბამისად, ბავშვებს უფრო მეტი კონტაქტი აქვთ ოჯახში და ამიტომ ამან შეიძლება ოჯახებში დაინფიცირების გაზრდა გამოიწვიოს.

 

ამ ფაქტორმა შეიძლება იმოქმედოს იმის გამო, რომ ეს გაზრდის დაინფიცირებულთა რაოდენობას და დაინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა, (არ არის აუცილებელი, რომ ეს იყოს მძიმე შემთხვევები) გამოიწვევს იმას, რომ ჯანდაცვის სისტემაზე დაწოლა გაიზრდება“, - განაცხადა ზაზა წერეთელმა.

 

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი