logo_geo
ეკა ხოფერია: მინდა აფხაზური ენის პოპულარიზაცია - საქართველოს განათლების სამინისტროსგან ყველა პროექტში სრული მხარდაჭერა გვაქვს
- +

24 იანვარი. 2021. 12:06

 

 

„ის, რომ ადამიანი აფხაზეთიდანაა, მინდა, წარმატებასთან, წინსვლასთან ასოცირდებოდეს. ამისთვის ძალასა და ენერგიას არ დავიშურებ“, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, ეკა ხოფერიამ „დილის შოუსთან“ საუბრისას განაცხადა.

 

„ძალიან მინდა აფხაზური ენის პოპულარიზაცია. არის კურსები, წრეები, მაგრამ მინდა, ამ თემას კიდევ უფრო მეტად მოვკიდო ხელი. მე ბებია აფხაზი მყავდა და სულ ვფიქრობ, რატომ არ მასწავლა აფხაზური კარგად. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, გავაკეთო პროექტები, რომლითაც აფხაზური ენა კიდევ უფრო პოპულარული გახდება, რადგან, სამწუხაროდ, ჩემი ბავშვობის დროსაც, აფხაზურად ძალიან ცოტა ადამიანი ლაპარაკობდა, რუსულად საუბრობდნენ. საქართველოს განათლების სამინისტროსგან ყველა პროექტში სრული მხარდაჭერა გვაქვს. მინისტრმა გამოთქვა სურვილი, რომ მანაც ისწავლოს აფხაზური. პირადად მეც და ძალიან ბევრი სხვა ადამიანი ჩაერთვება აფხაზური ენის კურსებში“, - განაცხადა ეკა ხოფერიამ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი