logo_geo
ბიძინა კულუმბეგოვი: ნებისმიერ მოვლენას, რაც ადამიანს შესაძლოა ვაქცინაციიდან 21 დღეში დაუფიქსირდეს სპეციალური კომისია შეისწავლის
- +

13 მარტი. 2021. 00:13

 

“ნებისმიერი მოვლენა, რაც ვაქცინაციის დღიდან შესაძლოა 21 დღეში დაფიქსირდეს, არა აქვს მნიშვნელობა ადამიანს გული წაუვა თუ ავტომანქანა დაეჯახება და გარდაიცვლება, უნდა დაუკავშირო პოტენციურად ვაქცინაციას. უნდა მოიწვიო იმუნიზაციის შემდგომი კომისიის სხდომა და სპეციალისტებმა გააკეთონ დასკვნა, ამ ადამიანის გვერდითი მოვლენა ხომ არ იყო დაკავშირებული ვაქცინაციასთან”, - ამის შესახებ “მაესტროს“ ეთერში ალერგოლოგ იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

 

 

მან ასევე განმარტა, რომ იმუნიზაციის შემდეგ გვერდითი მოვლენების მონიტორინგი საქართველოშიც ხორციელდება.

 

 

 „ამის ოფიციალური კომისია არსებობს და ერთ-ერთი წევრი, როგორც იმუნოლოგი მეც ვარ. ეს ყველაფერი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით დაავადების კონტროლის ცენტრთანაა შექმნილი“, - აღნიშნა კულუმბეგოვმა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი