logo_geo
თამარ გაბუნია: კოვიდ-ვაქცინის ყველა მომწოდებელთან სახელმწიფოს პირდაპირი კომუნიკაცია აქვს
- +

15 მარტი. 2021. 19:02

 

„კოვაქსის“ პლატფორმა, ბილატერალური მოლაპარაკებები სახელმწიფოსა და მწარმოებლებს შორის - ესაა ის გზები, რომლითაც ქვეყანაში კოვიდ-ვაქცინა შემოდის“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

 

„ჩვენ მოვსინჯეთ ყველა მექანიზმი, რა გზით შეიძლება ვაქცინის მოძიება. ეს პროცესი დაიწყო რამდენიმე თვის წინ. დღეს, იმის გამო რომ ასეთი მაღალია მოთხოვნა და მიწოდების შესაძლებლობები შეზღუდული, კერძო კომერციულმა კომპანიებმა გამოაცხადეს, რომ ისინი თანამშრომლობენ ამ ეტაპზე მხოლოდ სახელმწიფოებთან. ისინი დაელაპარაკებიან კერძო სექტორს იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ამის უფლებამოსილებას გადასცემს კერძო კომპანიებს და მიანიჭებს ერთგვარი შუამავლის როლს. ამ შემთხვევაში ჩვენ ყველა მიმწოდებელთან გვაქვს პირდაპირი კომუნიკაცია და არ ვმოქმედებთ შუამავალი კომპანიებით. ამ კომპანიებსაც გარკვეული მოთხოვნები წაეყენება. ის უნდა იყოს ავტორიზებული დისტრიბუტორი, ხარისხის სერტიფიკატი უნდა ჰქონდეს. რა თქმა უნდა ჩვენ ყველაფერს მწარმოებელ კომპანიასთან ვამოწმებთ“, - განაცხადა გაბუნიამ.

 

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ ქვეყანაში ვაქცინის შემოტანის მესამე გზად განიხილება ურთიერთობა ევროკავშირის ქვეყნებთან.

 

„თუ მათ ვაქცინის ჭარბი დოზა აღმოაჩნდათ, მაშინ შესაძლოა გადაყიდვის გზით კოვიდ-ვაქცინის ქვეყანაში შემოტანა“, - აღნიშნა გაბუნიამ.

 

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეიდან დაიწყო.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი