logo_geo
ვალერი გელბახიანი: სქესობრივი კავშირის დამყარება გულმტკივან ადამიანს, რომელსაც ამის უნარიც კი არ აქვს, ლოგიკას მოკლებულია
- +

17 მარტი. 2021. 21:17

 

 

პოლიტიკოსი გოგი წულაია სამართალდამცველებმა ნაცნობ ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ წულაიამ თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ნაცნობ ქალზე, 1979 წელს დაბადებულ ა.დ- ზე ფიზიკურად იძალადა.

 

პოლიციამ ა.დ. უკვე გამოკითხა. გამოკითხვის შემდეგ მან მედიასთან მომხდარის დეტალები გაიხსე­ნა. როგორც აღნიშნა, გოგი წულაიასთან წლების მეგობრობა აკავშირებს.

 

წულაიას ინტერესებს ადვოკატი ვალერი გელბახიანი იცავს. AMBEBI.GE გელბახიანს ესაუბრა, რომელიც პოლიტიკოსის მხრიდან ქალბატონზე სექსუალურ ძალადობას არ ადასტურებს.

 

- ბატონი გოგი წულაია ამბობს, რომ არანაირ სექსუალურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. მათ შორის წლების განმავლობაში არსებობდა ძალიან მეგობრული ურთიერთობა. როგორც ბატონმა გოგიმ მითხრა, ისინი რაღაც საკითხთან დაკავშირებით შეკამათდნენ, ამ კამათს მოჰყვა კონფლიქტი, რის გამოც განაწყენებულმა ქალბატონმა დარეკა პატრულში. პატრული როცა მოვიდა, წულაიას ეძინა, გააღვიძეს და დააკავეს, ეს არის მთელი ისტორია. ის ქალბატონი შეიძლება ბევრ რამეს აღიქვამდეს თავისებურად, მაგრამ ეგრე არ არის.

 

- მეგობრები თუ იყვნენ, რაში უნდა დასჭირდებოდა მსგავსი აღქმები და წარმოსახვები? იქნებ, ბატონ გოგის არ ახსოვს, რადგან ქალბატონი ამბობს, ბევრი დალია და „გადაეკეტაო“. გარდა ამისა, მისივე თქმით, ქალბატონს სხეულზე აქვს სილურჯეები და ექსპერტიზაზეა გადაყვანილი...

 

- ის სილურჯეები რომ აქვს, შეიძლება დაზიანებები ნებისმიერმა ადამიანმა მიიღოს, მაგრამ სექსუალურ ძალადობასთან იყო თუ არა ეს დაკავშირებული, ძნელი სათქმელია და სხვა საქმეა. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ბატონ გოგის 6 თვის წინ შუნტირება აქვს გაკეთებული და ლაპარაკი იმაზე, რომ მოძალადეა და ძალით უნდოდა სქესობრივი კავშირის დამყარება გულმტკივან ადამიანს, რომელსაც ამის უნარიც კი არ აქვს პოტენციური, ცოტა ლოგიკას მოკლებულია და დასაფიქრებელი. ბატონ გოგის ქალბატონი არც უცემია, არ ვიცი, სილურჯეები საიდან აქვს, შეიძლება წაიქცა..

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი