logo_geo
ბექა დავითულიანი: ოპოზიცია ნათლად ხედავს, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლას და სრული ძალაუფლების მიღებას ვერ შეძლებს
- +

26 მარტი. 2021. 18:30

 

„სენატში მკაფიოდ გაესვა ხაზი რამდენიმე ფაქტს. პირველი - ისინი ეყრდნობიან ეუთო/ოდირის დასკვნას. მეორე - „ქართული ოცნება“ ყოველთვის იყო პროდასავლური და მისი მმართველობის პირობებში აშშ-საქართველოს კავშირები გამყარდა. მესამე - ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ,,ქართული ოცნების“ წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.

 

„ვითარებას, რომელშიც ახლა ჩვენი შიდა პოლიტიკა იმყოფება, ჰქვია პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე დამატებით ხელოვნური კრიზისის შექმნის მცდელობა. ოპოზიციის ის ფრთა, რომელიც ცდილობს, პროცესები ქუჩის სცენარით წაიყვანოს, უკვე მეექვსე თვეა აგებს მცდარ ნარატივს, თითქოს არჩევნები გაყალბდა. შემდეგ ჩვენ ვნახეთ საერთაშორისო საზოგადოების შეფასება, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და კონკურენტული. ჩვენ ვნახეთ ქართული საზოგადოების რეაქციაც - ​​ამ ნარატივს არ აჰყვა არც მათი მხარდამჭერების ძალიან დიდი ნაწილი. ევროკავშირში, ჟოზეპ ბორელმა და სხვა ევროპელმა მაღალჩინოსნებმა სრულიად მკაფიოდ თქვეს, რომ არჩევნები ჩატარდა დემოკრატიულად, ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში და ამის შემდეგ გაგრძელდეს საუბარი“, - განაცხადა დავითულიანმა.

 

მისივე თქმით, იგივე გზავნილები განმეორდა აშშ-ის სენატში.

 

„რატომღაც ოპოზიციას დიდი მოლოდინი ჰქონდა, რომ იქ იქნებოდა მმართველი გუნდის კრიტიკა. ინტერპრეტაცია ყოველთვის არის შესაძლებელი, მაგრამ სენატში მკაფიოდ გაესვა ხაზი რამდენიმე ფაქტს. პირველი - ისინი ეყრდნობიან ეუთო/ოდირის დასკვნას. მეორე - „ქართული ოცნება“ ყოველთვის იყო პროდასავლური და მისი მმართველობის პირობებში აშშ-საქართველოს კავშირები გამყარდა. მესამე - ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში. რა დარჩა ოპოზიციას სათქმელი ამ ფონზე? ოპოზიცია უკვე 9 წელია, ამ ნარატივის ტყვეობაშია. მათ ნათლად დაინახეს, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლას და სრული ძალაუფლების მიღებას ვერ შეძლებენ. ამის უფლებას მათ საზოგადოება არ აძლევს“, - განაცხადა დავითულიანმა.

 

კრისტიან დანიელსონი საქართველოში კვირის ბოლოს დაბრუნდება. შარლ მიშელმა განაცხადა, რომ კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის გასაგრძელებლად დაბრუნდება.

 

https://imedinews.ge/ge/politika/194023/beqa-davituliani-opozitsia-natlad-khedavs-rom-archevnebis-gzit-khelisuplebashi-mosvlas-da-sruli-dzalauplebis-migebas-ver-shedzlebs

 

big_banner
არქივი