logo_geo
ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში კორონავირუსის მუტირებული შტამით 75-მდე პაციენტია ინფიცირებული
- +

27 მარტი. 2021. 00:31

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის მუტირებული შტამით 75-მდე პაციენტია ინფიცირებული.

 

"დღემდე ასეთი 75-მდე ადამიანი არის სხვადასხვა კლასტერში, იქიდან სეკვენირებით დადგენილია, თუ არ ვცდები, 21 სხვადასხვა მუტაცია და მათ შორის - 16 ბრიტანული.

 

შეფასებითი მაჩვენებლით, რომლითაც ჩვენ ვთანამშრომლობთ ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ინსტიტუტთან პროგნოზირების თვალსაზრისით და საერთოდ ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ეს არის  Health Metric ინსტიტუტი, სიეტლის უნივერსიტეტის, ჩვენგან მიდის მონაცემები და ისინი აკეთებენ მათემატიკურ მოდელირებას.

გვეუბნებიან, რომ გაცილებით მეტი, დაახლოებით 10, 15, 20%-იც შეიძლება უკვე ცირკულირებდეს ქვეყანაში ეს ამ მუტირებული შტამებით.

 

ყველა ბრიტანული, შეიძლება, არ იყოს, მაგრამ ჩვენ არცერთი არ გვინახავს ჯერჯერობით, არც სამხრეთ ამერიკული და არც ბრაზილიური," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი