logo_geo
ლელა კაკულია: მოსკოვის ცენტრში იქნება დიდი ტერაქტი
- +

17 აპრილი. 2017. 11:23



წინასწარმეტყველმა ლელა კაკულიამ თავის facebook-გვერდზე გამოაქვეყნა მისივე წინასწარმეტყველებების ჩანაწერები (1992 წლიდან 2014 წლამდე). მათში საუბარია საერთაშორისო პოლიტიკურ ურთიერთობებში მიმდინარე საშიშროებებზე. განსაკუთრებით ხაზგასმულია რუსეთში დაგეგმილი ტერაქტების სერია, სადაც მისი მეზობელი სახელმწიფოებიც დომინირებენ.

 

1992 წელი, 6 ოქტომბერი, დილის 6 საათი.

მოსკოვში ჩეჩნები (ზოგადად, მუსლიმები) მოაწყობენ დიდ ტერორებს (არნახულს), მეტროებს ააფეთქებენ... მოკლედ, ყველაფერს...
* *
სისხლი, რომელიც რუსებმა ქართველოში დაღვარეს, საკუთარ სახლში ტაიფუნად გადაექცევათ.

 

2002 წელი, 14 დეკემბერი, დილის 6 საათი.

ვხედავ ახალ ტერორისტულ აქტს რუსეთში. რისი აფეთქებაც დაგეგმეს ტერორისტებმა, ვხედავ, ეს ბავშვთა სამყაროა". ფრთხილად! ხდება დიდი უბედურება, უმიზნებენ ოპერის თეატრს - ცეცხლის წაკიდებას აპირებენ. მათ ჩემი წინასწარმეტყველება იხსნის!

 

1995 წელი, 9 მარტი, დღის 2 საათი.
რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ ბინძური გეგმები აქვთ, მაგრამ დიდი კატასტროფა ელით, ვხედავ... ტერორები გრძელდება.

 

2008 წელი, 3 ივლისი.

მინდა ვუთხრა ჩემ საყვარელ ქართველებს: დღეს რუსეთი ტერაქტებითაა გართული და საკუთარ სახლში აუფეთქებენ ყველგან ყველაფერს. ეს სულ სხვა ძალებია, რომელნიც ისარგებლებენ ქართულ-რუსული კონფლიქტით, რათა შეინიღბონ. მაგრამ ყოველივეს უფალი ჩვენი განაცხადებს. მოდის დრო, როცა საქართველოს მტრებმა პასუხი უნდა აგონ.

 

2008 წელი, 20 ოქტომბერი, თბილისი.

ვხედავ, მუსლიმები ერთიანდებიან რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ. იმართება დიდი თუ მცირე ომები, ხორციელდება ტერორისტული აქტები, პარტიზანული რაზმები დიდ დარტყმას აყენებენ რუსებს და ეს უკვე ძალიან, ძალიან სერიოზულად ჩააფიქრებს მათ.

 

2009 წელი, 8 იანვარი, ურეკი.

რუსეთის ყველაზე დიდი და საბედისწერო შეცდომა ის არის, რომ მუსლიმურ სამყაროს ეხმარება, იმ მუსლიმებს, რომლებიც რუსეთს მიუბრუნდებიან და უდიდეს დარტყმას მიაყენებენ.

 

2010 წელი, 30 მარტი, თბილისი.

რუსეთს დიდი ვალი" აქვს ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებისა. იმ გენოციდს, რომელიც რუსეთმა მათ მოუწყო და დღემდე განაგრძობს, არ აპატიებს... კავკასია კი არა, კოსმოსი, დიახ, კოსმოსი არ აპატიებს!

* *
მოსკოვი ვერც საქართველოს, ვერც ევროპასა და ვერც ამერიკას ამ ტერაქტებს ვერ გადააბრალებს.

2013 წელი, 20 სექტემბერი.

ვხედავ, რუსეთში, თითქმის მოსკოვის ცენტრში, იქნება დიდი ტერაქტი. მაგრამ ვისაც დააბრალებენ, ტერორისტები ისინი არ არიან - უფრო უარესნი. რუსები ტერორისტებს ვერ მიაგნებენ. მე მათ მცირედ ვუკარნახებ, რომ ისინი რუსების ახლო მეზობლები არიან. ეს ტერაქტი დიდ ქარიშხალს გამოიწვევს, მაგრამ შედეგი - არანაირი. ფრთხილად!

 

2014 წელი, 25 თებერვალი, თბილისი.

ოლიმპიადის მსვლელობისას რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში მომხდარი ინციდენტები, ვითომ გაზის გაჟონვით გამოწვეული აფეთქებები და სხვა, ყველაფერი ტერაქტი იყო. მაგრამ ეს მკაცრად ინიღბებოდა..." - წერს ლელა კაკულია.

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი