logo_geo
ნათელა სეფიაშვილი: როგორი იყო მასთან თანაცხოვრება? - ძალიან რთული
- +

3 აპრილი. 2021. 23:34

 

 

დღეს, 82 წლის ასაკში გურამ დოჩანაშვილი გარდაიცვალა.

 

„ქართული აზრი“ გურამ დოჩანაშვილის მეუღლის, ნათელა სეფიაშვილის საუბრის ამონარიდს გთავაზობთ, რომელმაც შეუღლების 55 წლის თავზე, მათი თანაცხოვრების ისტორია „კვირის პალიტრას“ მოჰყვა.

 

„რა დრო გასულა?“

 

„გაინტერესებთ, როგორი იყო მასთან თანაცხოვრება? - ძალიან რთული. გაცნობის დღიდან ჩვენი მთავარი შეხების წერტილი და ბრძოლის ველი ბოთლი იყო, სხვა პრობლემა ჩვენ არასოდეს შეგვქმნია. სანამ ნაგვის ბუნკერი გვქონდა, სასმელს პირდაპირ ვუშვებდი, ახლა ეზოში უნდა ჩავიტანო. ბოლოს, შტოფი რომ მოიტანეს, ავაყირავე და მეშვიდე სართულიდან პირველ სართულამდე ღვინის მდინარე ჩამოდიოდა. ამ ბრძოლაში ტომები დაიწერა. განა სმის მოთხოვნილება აქვს, მაგრამ წვეთიც რომ დაალევინონ, ვეღარ ჩერდება.

 

„სპილო დიდია ძაღლზე,

 

 მელა - მარდი და ფლიდი,

 

შენ ხარ პატარა თაგვი,

 

მე კი კატა დიდი და

 

ბოლოს დაგიჭერ მაინც...“

 

ეს სახუმარო სტრიქონები გურამმა ჩვენი ურთიერთობის გარიჟრაჟზე დაწერა, 5 წელიწადის განმავლობაში მართლაც დაჭერობანა გვქონდა.. ერთხელ ზემელზე გადამყიდველთან ნაყიდი ჰემინგუეის ტომებით უნივერსიტეტში გახარებული შევდიოდი, გურამს რომ დავუნახივარ, უფიქრია: მე მწერალი გამოვალ, ამას კი წიგნის კითხვა უყვარსო და ასე დამადგა თვალი.

 

ჩვენი პირველი შვილი ქეთო და გურამის პირველი წიგნი ერთად გაჩნდა 1966 წელს, ჩვენი ვაჟის, ირაკლის დაბადება კი მის მწერალთა კავშირის წევრობას დაემთხვა 1968 წელს... რა დრო გასულა? 55 წელიწადია, გურამის ცოლი ვარ...“ -  აღნიშნავს ნათელა სეფიაშვილი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი