logo_geo
მაია ასათიანი: თუ გინდა ბავშვი კარგად აღზარდო, გამორთე ტელევიზორი, აიღე გოგებაშვილის წიგნი და წაუკითხე
- +

5 აპრილი. 2021. 01:46

 

ტელეწამყვანი მაია ასათიანი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ყვითელ თემებზე მუშაობდა ამბობს, რომ მსგავსი სატელევიზიო პროდუქტი უსარგებლოა.

 

მაია მშობლებს ურჩევს, რომ ბავშვები ტელევიზორს მოარიდონ და საინტერესო მოთხრობები წაუკითხონ.

 

„მომბეზრდა სიყვითლის კეთება, ეს ჰგავს ჰამბურგერს, რომელიც მალე მზადდება, შიმშილის გრძნობას გიკლავს, მაგრამ არ არის სასარგებლო. გვეუბნებიან, ბავშვებს რა ვაყურებინოთ ტელევიზორში? თუ გინდა ბავშვი კარგად აღზარდო, გამორთე ტელევიზორი, აიღე იაკობ გოგოებაშვილის საგანძური, წაუკითხე მოთხრობა, გაწყვიტე, ის საინტერესო ადგილზე და უთხარი - თუ არ გააგრძელეს, არ ჩახვალ ეზოში. ასე გაიზრდება ბავშვი კარგი“, - ამბობს მაია ასათიანი.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი