logo_geo
ნიკა ცისკარიძე: ძალიან არ მიყვარს ქართული პურმარილი
- +

5 აპრილი. 2021. 18:13

 

რუსეთში მოღვაწე ქართველმა ბალერონმა ნიკა ცისკარიძემ „იმედის დილის“ შოუში ქართულ და რუსულ უარყოფით და დადებით მხარეებზე ისაუბრა.

 

მისი თქმით, ქართველებს ღირსება და თავმოყვარეობა გააჩნიათ და კარიერაში წარმატება სწორედ მისმა ფესვებმა მიაღწევინა. ბალერონის თქმით, მისთვის ქართული სუფრა მიუღებელია.

 

 

„იყო ქართველი, ნიშნავს, გქონდეს ღირსება და თავმოყვარეობა. მე თბილისის არისტოკრატიულ ადგილას გავიზარდე. ჩემს გარემოცვაში არავინ თვალთმაქცობდა. განსაკუთრებით პატივს სცემდნენ ქალბატონებს, მათი შემოსვლისას ფეხზე დგებოდნენ. ყველა პიჯაკში იყო გამოწყობილი. მე ეს მაღიზიანებდა იმიტომ, რომ მეც ასე მაცმევდნენ. დედამ ბავშვობაშივე ამიხსნა, რომ ღირსება და თავმოყვარეობა თანდაყოლილია. ესაა ბუნების საჩუქარი, რომლის ყიდვაც შეუძლებელია. კარიერის განმავლობაში, როდესაც მეუბნებოდნენ, რომ ნამდვილი პრინცი ვიყავი და აშკარა იყო ჩემი არისტოკრატიულობა, ამ ყველაფერს წარმოადგენდა ჩემი წარმომავლობა. სტილი შეიძლება ისწავლო, გემოვნება კი არა.

 

ძალიან არ მიყვარს ქართული პურმარილი. ბავშვობაში,  ჩემი ძიძა იყო უკრაინელი და მან გამიღვივა თვისება, რომ ყოველთვის უნდა მეთქვა სიმართლე. ვერ ვეგუები, როდესაც ადამიანი პირობას დებს და არ ასრულებს. ასეთი ადამიანი ჩემს თვალში სამუდამოდ კვდება.

 

რაც შეეხება რუსებს, მათ არ შეუძლიათ საკუთარის დაფასება, რატომღაც ყოველთვის ფანჯრიდან იყურებიან და ჰგონიათ, რომ სხვაგან უკეთესია“, - განაცხადა ცისკარიძემ.

 

რუსების უარყოფით თვისებებზე საუბრისას, ბალერონმა, მისი წარსულიდან  ერთი ისტორია გაიხსენა.

 

„3-4 წლის ვიქნებოდი, იმ დროს ჩემი ძიძა სამგორის მეტროსთან ცხოვრობდა, დედას მასთან მივყავდი, როცა გზად ორი ქალის ჩხუბს შევესწარი, ისინი ხელჩართულ ბრძოლაში იყვნენ, ჩანთებს და ხელებს ურტყამდნენ ერთმანეთს, ამან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა. აქამდე ნანახი არ მქონდა მსგავსი რამ. როცა ძიძას მოვუყევი ეს ყველაფერი, მან მკითხა, თუ რა ეროვნების ქალბატონებზე ვუყვებოდი, მე ვუთხარი, რომ არ ვიცოდი, რაზეც მიპასუხა - თუ რუსები იყვნენ, აუცილებლად ლოთები იქნებოდნენ, თუ ქართველები - მათ კაცი ვერ გაიყვეს, ხოლო თუ სომხები, მაშინ - ფული“, - თქვა ცისკარიძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი