logo_geo
ნათელა სეფიაშვილი: სიტყვა "ქმარი" მე არ მითქვამს, ის იყო ჩემთვის შვილი, რომელიც სულ ჩვილი იყო, ახალშობილი...
- +

5 აპრილი. 2021. 22:34

 

 

ნათელა სეფიაშვილი „კურიერთან“ იხსენებს, როგორ გაიცნო კლასიკოსი მწერალი, გურამ დოჩანაშვილი.

 

 

"მე 1959-ში გავხდი სტუდენტი, უნივერსიტეტის, დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის გერმანული განყოფილება. შილერის საღამო უნდა მოეწყო და მე ვიყავი ჟანა დარკი. პირველად დამინახა წიგნებით და ჩაიდო გონებაში, რომ მე ვიქნებოდი მისი ცოლი..." - ჰყვება ნათელა სეფიაშვილი.

 

ის ამბობს, რომ გურამ დოჩანაშვილის ოცნება იყო, მწერალი გამხდარიყო:

"ბოლომდე არ ჯეროდა, რომ იყო მწერალი..."

 

"ძალიან მიამიტი, ალალი გული ჰქონდა, ბავშვის, ჩემთვის ეგ არის პირველი შვილი... სიტყვა "ქმარი" მე არ მითქვამს, ის იყო ჩემთვის შვილი, რომელსაც სულ ჩვილი იყო, ახალშობილი," - იხსენებს სეფიაშვილი.

 

"სამოსელი პირველი" რომ დაწერა, გაოცებული იყო, არ იცოდა, საიდან მოდიოდა....

 

"ბრმადყოფილზე" - არა პაუზა, დაამთავრა, მოასწრო, გახარებული იყო, რომ დაამთავრა. ასე მთავრდება - "მე, გურამ დოჩანაშვილი..." დაასრულა, ეგრევე დავარეკინე გამომცემელთან, ელაპარაკა რომ დამთავრდაო და ამოისუნთქა," - ამბობს სეფიაშვილი.

 

გურამ დოჩანაშვილი ერთადერთია თანამედროვე საქართველოში, ვისაც მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვას უკლებლივ ყველა ემხრობა, თუმცა სხვაგვარი აღმოჩნდა დიდი ქართველი მწერლის და მისი ოჯახის ნება.

 

გურამ დოჩანაშვილს ხვალ საბურთალოს სასაფლაოზე, შვილის გვერდით დაკრძალავენ.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი