logo_geo
როგორ მიმდინარეობს საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია - თამარ გაბუნიას განმარტება
- +

7 აპრილი. 2021. 02:15

 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ  განმარტა როგორ მიმდინარეობს ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

როგორც ტვ „იმედის“ ეთერში  გაბუნიამ აღნიშნა,  პირველ კვირასთან შედარებით მოსახლეობის აქტივობა უფრო მაღალია.

 

„პირველი კვირა ძალიან დიდი ტრაგედიით დაიწყო ჩვენთვის და სერიოზული დარტყმა მიაყენა პროცესის განვითარებას, თუმცა ახლა უკვე აქტიური რეგისტრაციაა. აშკარაა ის, რომ იმ ჯგუფებში, რომლებთანაც დღეს ვმუშაობთ და ვაქცინაციის პროგრამას ვთავაზობთ, არის საკმაოდ აქტიური ჩართულობა. თუმცა თუ დღეს 1000-1200 ადამიანი იცრება, კარგი იქნებოდა 3 000 - 4 000 აიცრას“, - განმარტა გაბუნიამ.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი