logo_geo
ნინუცა მაყაშვილი: ბესო ჩემზე სისტემატიურად ძალადობდა - ღამის 4 საათზე რომ დაიწყო ცემა, დილის 8-მდე არ გაჩერდა
- +

13 აპრილი. 2021. 14:11

 

 

მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა გადაცემაში „ფარული კონვერტი“ ისაუბრა თუ როგორ ძალადობდა მასზე მსახიობი ბესო ზანგური ფიზიკურად.

 

„ეს ამბავი 11 წლის წინ მოხდა, მაგრამ დღემდე მიჭირს ამაზე საუბარი. ბესო ჩემზე სისტემატიურად ძალადობდა. პირველად მაშინ, როდესაც ფეხმძიმედ ვიყავი. კომპლექსებით სავსე იყო და ჩემთან ცდილობდა, ამ კომპლექსების კომპენსირებას. მე ძალიან მეშინოდა, ნებისმიერ რამეზე შეეძლო ვეცემე, მაგალითად იმაზე, რომ ჭურჭელი არ გავრეცხე თავის დროზე, მაგალითად იმაზე რომ უხასიათოდ ვიყავი, ან ქუჩაში უბრალოდ უცხო ბიჭმა გაიარა.... ერთხელ როდესაც გასტროლებიდან დაბრუნდა ღამის 4 საათზე რომ დაიწყო ცემა დილის 8-მდე არ გაჩერდა, მარტო ის ვიცოდი რომ სახლიდან უნდა გამოვქცეულიყავი და ბავშვი წამომეყვანა. ერთი მომენტი დრო ვიხელთე 10-15 წუთი მქონდა დრო, გამოვვარდი, ბავშვით ხელში და დედასთან მივედი, ბესო იქ მოვიდა, მაგრამ უკვე დედა მედგა ზურგში და აღარ მეშინოდა“, - ამბობს ნინუცა მაყაშვილმა.

 

ამასთან მსახიობმა ძალადობის მსხვერპლ ქალებს მიმართა და მათ რეაგირებისკენ მოუწოდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი