logo_geo
ბესო ზანგური: ნინუცა მაყაშვილამდეც მყოლია ცოლი და მას მერეც, არცერთი ასეთ რამეს არ იგონებს
- +

13 აპრილი. 2021. 21:19

 

მსახიობი ბესო ზანგური ყოფილი ცოლის ბრალდებას, რომ მასზე მეუღლე ფიზიკურად ძალადობდა, სიცრუეს უწოდებს.

 

"დაიწყონ გამოძიება, მოხარული ვიქნები, რომ გამოძიებას გავცე პასუხები.

 

მანამდეც მყოლია ცოლი, ნინუცა მაყაშვილამდე და მის მერეც მყავს მეუღლე, არცერთი ასეთ რამეს არც იგონებს, არც ადასტურებს" - ამბობს "კურიერთან" ბესო ზანგური.

 

გადაცემა “ფარულ კონვერტში” ნინუცა მაყაშვილმა განაცხადა, რომ ის ძალადობის მსხვერპლი იყო. მასზე მეუღლე, ბესო ზანგური ფიზიკურად ძალადობდა, მათ შორის – ორსულობის დროსაც. ნინუცა მაყაშვილის თქმით, სწორედ ოჯახური ძალადობა გახდა წყვილის განქორწინების მიზეზი.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი