logo_geo
ეკატერინე ტიკარაძე: ჰოსპიტალში მოხვედრილი პაციენტების ასაკი გაახალგაზრდავებულია, რაც ძალიან საყურადღებოა
- +

14 აპრილი. 2021. 00:25

 

 

„ჰოსპიტალური სექტორი გვაწვდის გარკვეულ იმპულსებს, რომ თითოეული მოქალაქე, რომელიც სტაციონარში ხვდება, გაცილებით უფრო მძიმე ფორმის მატარებელია, ვიდრე ეს იყო პირველი და მეორე ტალღის დროს. გაახალგაზრდავებულია ჰოსპიტალში მოხვედრილი პაციენტების ასაკიც, რაც ძალიან საყურადღებოა“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

 

„ჩვენ გვაქვს ინფიცირების შემთხვევების ნახტომისებური ზრდა, რაც ეპიდემიოლოგებს, ჯანდაცვის სექტორსა და მთავრობას აძლევს ბევრ მინიშნებას.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა იცოდნენ, თუ რა შედეგები შეიძლება დადგეს იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ყველანი არ შევასრულებთ რეგულაციებს. საქართველოში უკვე ერთი თვეა, ვაკვირდებით ბრიტანული შტამის ცირკულირებას.

სწორედ ამას უკავშირდებოდა ჩვენი სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მოწოდებები და გაფრთხილებები.

შტამების იდენტიფიცირება საკმაოდ რთული პროცესია, თუმცა დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამას კარგად ახერხებს.

დღეს გვყავს 8000-მდე აქტიური შემთხვევა. ჰოსპიტალური სექტორი გვაწვდის გარკვეულ იმპულსებს, რომ თითოეული მოქალაქე, რომელიც სტაციონარში ხვდება, გაცილებით უფრო მძიმე ფორმის მატარებელია, ვიდრე ეს იყო პირველი და მეორე ტალღის დროს. გაახალგაზრდავებულია ჰოსპიტალში მოხვედრილი პაციენტების ასაკიც, რაც ძალიან საყურადღებოა“, - განაცხადა ტიკარაძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი