logo_geo
თაკო მელიქიშვილი: დიდი მოლოდინის შემდეგ ბავშვმა „დედა“ დამიძახა
- +

14 აპრილი. 2021. 11:31

 

 

მომღერალი და რადიოწამყავნი, თაკო მელიქიშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში, ცხოვრების ახალ ეტაპზე საუბრობს.

 

 

„ამ წელს, ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო – დიდი მოლოდინის შემდეგ ბავშვმა „დედა“ დამიძახა, შემოქმედებითად გავაქტიურდი, უძვირფასესი საჩუქარი მივიღე, ახალი სიმღერა ჩავწერე, კლიპიც გადავიღე. ასე რომ, გასული წელი ყველაზე რთული იყო ჩემთვის. ჩემი პრობლემიდან და პანდემიის რეგულაციებიდან გამომდინარე, ვეღარ შევძელი გარკვეული დახმარება გამეწია ჩემი შვილისთვის და შესაბამისად, საჯაროდ მომიწია ამ პრობლემაზე საუბარი, რაზეც დიდი ხანი თავს ვიკავებდი. ბევრმა ჩემმა ძალიან ახლობელმაც კი არ იცოდა ჩემი გულისტკივილი. კი ვიბრძოდი, მაგრამ აფიშირებას არ ვაკეთებდი. საბედნიეროდ, ჩავიტარეთ მკურნალობა, არის სიახლეები და ხუთი წლის ასაკში, რატიკომ უკვე „დედაც“ დამიძახა და რაღაც სიტყვებსაც ამბობს. კლინიკაში რომ დამიძახა – დე, ამ განცდას ვერ გადმოვცემ. ამას წლებია, ველოდი, ეს დიდი შედეგია, მაგრამ დედისთვის არ კმარა. უფრო მეტ სითბოსაც გამოხატავს, ვიდრე ადრე. ამისთვის, დიდი მადლობა მერიკო კარტოზიას და კლინიკა „კენარს“. საბოლოო განკურნებამდე ჯერ შორია, მაგრამ ეს შედეგი ბრძოლის სტიმულს მაძლევს და მაძლიერებს. ასე რომ, ეს წელი სასიამოვნო სიურპრიზებით დაიწყო და გრძელდება“, - ამბობს მელიქიშვილი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი