logo_geo
ირმა ინაშვილი: „ობიექტივი“ არის იქ, სადაც უჭირდა და უჭირს ქვეყანას, იქნება ეს საყდრისი, იყო ეს კირნათი, თუ არის ეს ნამახვანი
- +

15 აპრილი. 2021. 00:39

 

 

დღეს 14 აპრილია, „დედაენის“ დღე, ქართული ენის დღე, რომელსაც ჩვენ სამწუხაროდ, ვერ და არ ვიცავთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ქართული ენა არის სწორედ ის ფუნდამეტი, რაზეც დგას ჩვენი ეროვნული ცნობიერება”, - განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა, ჟურნალისტმა ირმა ინაშვილმა, საკუთარ საავტორო გადაცემა „სტუდია #8“-ში.

 

„დღეს 14 აპრილია, ზუსტად 11 წლის წინ, 14 აპრილს, ეთერში „ობიექტივის“ მაუწყებლობა გავიდა.  მაშინ ჩვენ დაგვცინოდნენ, ერთი ბზრიალა კამერა აქვთო. მაგრამ, ყველას გახსოვთ, რომ იმ ერთმა ბზრიალა კამერამ, დაამარცხა სააკაშვილის რეჟიმი.

ობიექტივის გუნდი, უზარმაზარია, ბევრი ჟურნალისტით, ბევრი ოპერატორით, არაჩვეულებრივი რეჟისორებით. ესაა ტელევიზია, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა წინა რეჟიმის მხილებასა და დამარცხებაში. ამ ტელევიზიამ შეუნარჩუნა სიცოცხლე ათასობით პატიმარს, რომლებსაც ციხეებში კლავდნენ, აწამებდნენ; ესაა ტელევიზია, რომელიც მაშინაც იბრძოდა, როდესაც გარშემო ძალიან ბევრი დუმდა და ბევრს ეშინოდა. ესაა ტელევიზია, რომელიც იცავდა და  იცავს ქართულ ინტერესს; ესაა ტელევიზია, რომელმაც გააცოცხლა და ახლაც აცოცხლებს, ჩვენი კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების შემოქმედებას. ჩვენი ტელევიზია იცავს კულტურულ მემკვიდრეობას; ესაა ტელევიზია, რომელსაც არასდროს უკადრებია ტყუილის თქმა, არ გაუვრცელებია ცილისწამება, არ მოუმზადებია ტყუილზე აგებული სიუჟეტები, არ ებრძვის არასასურველ რეპონდენტებს, რასაც სხვა არხები აკეთებენ, თუნდაც ჩემთან მიმართებაში; ესაა ტელევიზია, რომელიც იცავს ჟურნალისტიკის მაღალ სტანდარტს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას გავუფრთხილდებით ყველა ერთად. ეს ტელევიზია, არის იქ, სადაც უჭირდა და უჭირს ქვეყანას, იქნება ეს საყდრისი, იყო ეს კირნათი, თუ არის ეს ნამახვანი; ესაა ტელევიზია, სადაც ჩართვის და აზრის გამოთქმის საშუალება აქვს ნებისმიერ ტელემაყურებელს, ჩვენ ვართ პრაქტიკულად ერთადერთი ინტერაქტიული ტელევიზია.

ეს ტელევიზია ცდილობს დაიცვას, ქართული ენა და ყოველივე ქართული. ეს ნამდვილად ეროვნული მაუწყებელია; ესაა ტელევიზია, რომელიც ამბობდა, ამბობს და მომავალშიც იტყვის სიმართლეს.

მინდა ყველას მოგილოცოთ დედაენის, ქართული ენის დღე. მინდა, „ობიექტივის“ მაყურებლებს მოგილოცოთ ამ ტელეარხის დაბადების დღე. ვიაროთ ერთად წინ! ჩვენ აუცილებლად შევძლებთ შევიტანოთ ჩვენი წვლილი, ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და სიკეთეში“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

 

big_banner
არქივი