logo_geo
ნინუცა მაყაშვილი: ეს იქნება უკანასკნელი დღე, როდესაც მე ამ თემაზე ვისაუბრებ
- +

16 აპრილი. 2021. 00:53

 

 

მსახიობი და ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი ამბობს, რომ ის ოჯახური ძალადობის შესახებ მომავალში საჯაროდ აღარ ისაუბრებს.

საკითხთან დაკავშირებით მან „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.

 

„ეს იქნება უკანასკნელი დღე და ეთერი, როდესაც მე ამ თემაზე ვისაუბრებ და სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, არ ვიცი ვისთვის როგორ, მე ამ თემაზე აღარ ვისაუბრებ საჯაროდ და ტელევიზიით, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ვისაუბრე, ყველა ტელევიზიასთანაც და რა თქმა უნდა, ყველასთვის ღია ვიყავი.

 

11 წლის მერე, 20 წლის მერე, თუ 30 წლის მერე, ამას არა აქვს მნიშვნელობა. მთავარი არის ის, რომ უბრალოდ გათავისუფლდეთ.

ძალიან ბევრი ქალბატონი, რომლებიც სხვათა შორის, ახლა მე მეხმიანებიან და ძალიან მიხარია, იმიტომ, რომ რაღაცნაირად მათ ჩემში იპოვეს ხსნა, მე ყველა ქალბატონისთვის ღია ვარ და ყველას აუცილებლად ვუპასუხებ და შეუძლიათ, რომ მომწერონ კიდევაც“,- განაცხადა ნინუცა მაყაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი