logo_geo
ნანა ჩარკვიანი: ალბომზე ვმუშაობ და ალბათ, მალე ჩაწერასაც დავიწყებ...
- +

16 აპრილი. 2021. 02:14

 

 

„რაც შეეხება ისევ სამომავლო გეგმებს, ალბომზე ვმუშაობ და ალბათ, მალე ჩაწერასაც დავიწყებ, მაგრამ ჯერ არ გავამხელ, სად.“ - ამის შესახებ მომღერალ, ირაკლი ჩარკვიანის შვილი, ნანა ჩარკვიანი ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ამჟამად აბიტურიენტი ვარ. უცხოეთში წასასვლელად ვემზადები. სხვადასხვა უნივერსიტეტში მიმიღეს, ამერიკაშიც და ევროპაშიც. ყველა პასუხი რომ მომივა, მაშინ გადავწყვეტ, სად წავალ. ეს არ არის მარტივი პროცესი, გინდ მენტალურად, ფინანსურად თუ ფილოსოფიურად, მაგრამ მიხარია ახალი თავგადასავალი, რომელიც ამ მოგზაურობას უკავშირდება. რამდენი ხანია, ახალი მუსიკა არ დამიდია, მაგრამ „ფარდებს“ უკან ვმუშაობ და ვერთობი. ხანდახან სოციალურ ქსელებში ვწერ ტვინში წამიერად გაელვებულ იდეებს და იშვიათად ფუნჯითაც ვჯღაბნი ტილოზე. რაც შეეხება ისევ სამომავლო გეგმებს, ალბომზე ვმუშაობ და ალბათ, მალე ჩაწერასაც დავიწყებ, მაგრამ ჯერ არ გავამხელ, სად“, - ამბობს ნანა ჩარკვიანი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი