logo_geo
ია ფარულავა: ჩემი ქმარი მოძალადე იყო, მცემდა
- +

16 აპრილი. 2021. 13:09

 

„ფარული კონვერტის“ წამყვანმა, მსახიობმა ია ფარულავამ „ღამის კურიერში“ ნინუცა მაყაშვილის შესახებ ისაუბრა, რომელმაც მის გადაცემაში მოყვა, თუ როგორ უსწორდებოდა მსახიობი ბესო ზანგური, როცა დაქორწინებულები იყვნენ. ია ფარულავამ თავისი ცხოვრებიდან წლებისწინანდელი ამბავიც გაიხსენა, როცა თავადაც ძალადობის მსხვერპლი იყო.

 

მისი პირველი ქმარი რამაზ ჩანტლაძე იყო, რომელიც, მისი თქმით, ეჭვიანობის გამო ცოლზე ძალადობდა.

 

„ეს გადაცემა, სადაც ნინუცა იყო სტუმრად, უჩემოდ დაიგეგმა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო „ფარული კონვერტის“ ყოფილ პროდიუსერებს, ქეთი გუნცაძეს და ეკა გვახარიას, ასევე ჩემი გუნდის წევრს, ავთო ჩიტიძეს. თავად მოიფიქრეს, მივიდნენ ნინუცასთან და დაგეგმეს ყველაფერი. მადლობა, ნინუცა, შენ, რომ მოხვედი და ისაუბრე. ეს ჩემთვისაც ახლობელი თემაა.

 

ჩემი მრავალი ქორწინებებიდან პირველი, როდესაც 17 წლის ვიყავი, ძალადობებით სავსე იყო. პირველი ქმარი მოძალადე იყო, მცემდა, გავრბოდი, ცოტას მეც ვურტყამდი. დახმარება არავისთვის მითხოვია, მრცხვენოდა, მეთქვა ჩემი ოჯახის წევრებისთვის.

 

1984 წელი იყო, წარმოიდგინეთ სცენა – მომდევს მოძალადე, რომ მცემოს, შევრბივარ იტალიურ ეზოში, ქალს ვეხვეწები, რომ შემიშვას და იმ ქალმა კარი არ გამიღო.

 

ყველას ძალიან უყვართ ჩემი მონაწილეობით ფილმი „ფესვები“, იცით, რატომ არის იქ ღამის სცენა? ღამე ჩუმად გავიპარე, რომ ეს სცენა გადამეღო. როდესაც გაიგო ამ ფილმის შესახებ, მაგრად მჟეჟა. ხშირად ქალებს ეს მოძალადეები უყვართ. მოძალადე მანიპულატორია, გაცოდებს თავს, თავისი ფაზები აქვს ამასაც, აფეთქებით, მერე დათბობით და მეოთხე ფაზაა საჩუქრები. ხშირად იმიტომ არ მოდიან ქალები, რომ უყვართ“, – განაცხადა ია ფარულავამ.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი