logo_geo
ნიკა ნიკვაშვილი: არ ვიყავი კონტაქტური ბავშვი, ბავშვობაში მეგობრებიც არ მყოლია
- +

21 აპრილი. 2021. 13:25

 

 

ახალგაზრდა შემსრულებელი და კომპოზიტორი ნიკა ნიკვაშვილი, რუბრიკა „ორნის“ სტუმარი იყო და მარიამ როინიშვილის დასმულ კითხვებს პასუხობდა.

 

კითხვაზე თუ როგორი იყო ნიკას ბავშვობა მან ასე უპასუხა:

 

„მე ახლაც ბავშვად ვგრძნობ თავს. ჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა, არ მიყვარდა სკოლაში წასვლა, ეზოში ჩასვლა, თამაში, ბავშვები. იმდენად არ მსიამოვნებდა ეს პროცესი, რომ დედაჩემს ვატყუებდი, ეზოში ჩავდივარ-თქო და ამ დროს არ ჩავდიოდი. არ ვიყავი კონტაქტური ბავშვი, მეგობრებიც არ მყოლია. კონსერვატორიაში ჩაბარების შემდეგ გამიჩნდა სამეგობრო წრე, მანამდე არ მინდოდა ეს ყველაფერი, მარტო უკეთესად ვგრძნობდი თავს ჩემს სამყაროში, მთლიანად ვიყავი მუსიკით მოცული. ბავშვობაში ვიყავი იმდენად მორცხვი, რომ რამე თუ ვიცოდი, იმის თქმაც კი მერიდებოდა. ეს სიმორცხვე რაღაც ასაკამდე ხელს მიშლიდა, კონსერვატორიაში ჩაბარების მერე ეს პრობლემა დავძლიე. დამოუკიდებლად ცხოვრება რომ დავიწყე, ეს ყველაფერი სრულიად შეიცვალა, გარდატეხა მოხდა ჩემში და მთლიანად შევიცვალე“, - ამბობს ნიკა ნიკვაშვილი.

 

 

big_banner
არქივი