logo_geo
თეონა კონტრიძე: დილას გავიღვიძე, გამოვედი აივანზე და 12 ცალი ავტომატის ჰილზა ავკრიფე - მივხვდი, რომ მე აქ ვერ ვიცხოვრებ
- +

22 აპრილი. 2021. 18:56

 

მომღერალმა, თეონა კონტრიძემ გადაცემა „ნოესთან“ სტუმრობისას წარსულზე ისაუბრა და თუ რატომ გადაწყვიტა საქართველოდან წასვლა.

 

„ერთ დილას გავიღვიძე, გამოვედი აივანზე და 12 ცალი ავტომატის ჰილზა ავკრიფე, დავხედე, დედაჩემს შევუტანე და მივხვდი, რომ მე აქ ვერ ვიცხოვრებ.“

 

მან ასევე მშობლებზეც ისაუბრა:

 

დედას ვერასდროს ვერ ვიხსენებ უცრემლოდ... ყველა ის თვისება რაც მინდა რომ მქონდეს და არ მაქვს, ქონდა დედაჩემს. როგორც კი პირველი ჰონორარი ავიღე, რითაც შემეძლო რომ სახლი მექირავებინა მოსკოვში, დედაჩემი ეგრევე წავიყვანე, არც ერთი წამი არ დამიტოვებია, ეს მოხდა წელიწად-ნახევარში.

 

 ყველაფერი რაც ექსტრემალური, ავანტიურისტული, მჭახე მაქვს  და მამოძრავებს არის მამაჩემის გენი, ეს არის გურული გენი. ამ ბოლო დროს, მამაჩემს ძალიან ხშირად ვახსენებ. მამის ხსენების და მამის სიყვარულის გამოხატვის მქონდა არანორმალური დეფიციტი და მემგონი რომ ამას ხელოვნურად ვქმნიდი, სიკვდილის მერეც არ მინდოდა რომ გია გატოლებოდა რედის იმიტომ, რომ გიამ ძალიან მატკინა და სულ ვსჯიდი ამითაც. რაც უფრო, ასაკში შევდივარ და რაც უფრო, მემატება და მემატება ქრისტიანული ცნობიერება პატიების უნარი და ასე შემდეგ, გია ძალიან ინტენსიურად შემოდის ჩემს ორგანიზმში და ყოფაში.“ - ამბობს თეონა კონტრიძე.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი