logo_geo
თამარ თანდაშვილი: მშობლებს ვურჩევდი, კარგად აკონტროლონ ბავშვების ინტერნეტსივრცე
- +

7 მაისი. 2021. 03:05

 

 

„მშობლებს ვურჩევდი, კარგად აკონტროლონ ბავშვების ინტერნეტსივრცე. ვისაც ამის გაკეთება ხელეწიფება, აუცილებლად უნდა იცოდნენ, ვის ეკონტაქტებიან მათი შვილები, რა საიტებზე შედიან და რა ტიპის ინფორმაციას იღებენ დღის განმავლობაში“, – ამის შესახებ ფსიქოლოგმა, თამარ თანდაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

 

 წამყვანის შეკითხვაზე, რა ეფექტური სტრატეგიები არსებობს სახლის პირობებში ბავშვის დასახმარებლად, რათა პანდემიის პირობებში მათ ფსიქო-ემოციურ მდგრადობას საფრთხე არ დაემუქროს, თამარ თანდაშვილმა განაცხადა, რომ პირველ რიგში, აუცილებელია, ბავშვები ფიზიკურ აქტივობაში ჩავრთოთ.

 

„შეიძლება, ვიღაცამ თქვას, რა კავშირშია ეს ფსიქოლოგიასთან, მაგრამ პირდაპირ კავშირშია ფსიქიატრიულ დიაგნოზებთან, დეპრესიასთან, შფოთვასთან და ძალიან ბევრ სხვა აშლილობასთან. მესმის, რომ ყველანაირად იქითკენ ვართ მიმართული, ბავშვი სახლის პირობებში გავართოთ, ან სახლში დავტოვოთ, მაგრამ უსაფრთხოდ, ქუჩაში გასვლაც შეიძლება, თუ წესებს დაიცავ, ბავშვს ამისკენ მოუწოდებ და შეაჩვევ. თუ იპოდრომთან, ან რამე მწვანე საფართან არ ცხოვრობთ, ძალიან უმარტივესია, ფეხით გაიაროთ; რაღაც თამაში გააკეთეთ, ვინ მეტ, ან ნაკლებ ნაბიჯს გადადგამს. ბავშვები ფიზიკურად, რამენაირად უნდა გავააქტიუროთ“, – განაცხადა თანდაშვილმა.

 

 

 

big_banner
არქივი