logo_geo
დეკანოზი გიორგი: ქრისტემ გაამზადა ერთი მარტივი წამალი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ
- +

8 მაისი. 2021. 19:42

 

 

დეკანოზი მამა გიორგი ჩაჩავა, რომელიც სასულიერო პირებიდან საჯაროდ პირველი აიცრა, „ღამის კურიერის“ ეთერში იოანეს მეცხრე სახარებას იხსენებს, სადაც ქრისტე თავისივე დანერწყვილი თიხით განკურნავს ავადმყოფს.

 

დეკანოზი ამბობს, რომ ქრისტემ შექმნა პირველი წამალი და დაუტოვა საზოგადოებას, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოეყენებინათ.

 

„ქრისტემ გაამზადა ერთი მარტივი წამალი, რომელიც მისი არ ყოფნის პერიოდში ჩვენ უნდა გამოგვეყენებინა. მან მოგვცა მაგალითი, რომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ წამალი მაშინ, როდესაც ეს გვჭირდება. ქრისტემ გვითხრა, რომ ფიზიკურად მე ყოველთვის თქვენს გვერდში არ ვიქნები, შესაბამისად თქვენ უნდა გამოიყენოთ წამალიო და შექმნა ერთი მარტივი წამალი“, – აღნიშნა დეკანოზმა.

 

მისივე თქმით, ბევრი ადამიანი დეზინფორმაციის მსხვერპლია და საჭიროა მათ აუხსნან, რომ „ჩიპიზაცია“ და მსგავსი ინფორმაციები ყალბია.

 

„ეკლესია კოვიდსაწინააღმდეგო კამპანიაში, რა თქმა უნდა საკმარისად ჩართული არ არის. მიზეზი, ისევ ვამბობ, ამ ადამიანებზე იმოქმედა ძალიან დიდმა ნეგატიურმა ინფორმაციამ, რომელიც დაიწყო იმ წამსვე. ანუ ჯერ კიდევ ვაქცინა არ იყო შემოსული, როდესაც ძალიან სერიოზული კამპანია დაიწყო. ფსიქოლოგიურად, ადამიანი იმახსოვრებს პირველს რასაც იტყვიან, მისთვის პირველი გაგონილი ინფორმაცია ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მეორე და მესამე.

 

ამ შემთხვევაში, ჯერ კიდევ ვაქცინაზე მიდიოდა მუშაობა, როცა თავიდანვე თქვეს, რომ იქ არის რაღაცა ჩიპები და მოხდება ჩიპიზაცია.

 

ელემენტარულად წარმოვიდგინოთ, ახლა მე რომ ავიცერი, იქ არის 10 დოზა და წარმოვიდგინოთ, რომ იქ ცურავს 10 ჩიპი, შპრიცით ამოღების დროს რა გარანტია არის, რომ ამ სითხესთან ერთად პატიოსნად ერთი ჩიპი გამოჰყვება იმ ნემსს და მერე შევა იმ ადამიანში. ლოგიკურად ეს ხომ შეუძლებელია, მაგრამ ამაზეც მსჯელობა არ მიდის.

 

ეგ არის აბსურდი, აბსურდია, მაგრამ სამწუხაროდ ხალხს სჯერა და ვერავინ ვერ გამოვიდა და ვერ აუხსნა ეს ამბავი მათ“, – განაცხადა დეკანოზმა გიორგი ჩაჩავამ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი