logo_geo
გია მურღულია: ქართველებს აწმყო გვაქვს მოსაძებნი...
- +

11 მაისი. 2021. 11:22

 

 

„აწმყო დაგვეკარგა საქართველოში, არ ვქმნით აწმყოს ისე, როგორც მოგვეთხოვება და როგორც წესი და რიგია“, - ამის შესახებ ლიტერატორმა, სკოლა „ლოგოსის“ დამფუძნებელმა და სამეცნიერო ხელმძღვანელმა გია მურღულიამ გაზეთ „კვირის პალიტრას“ განუცხადა.

 

„ქართველებს აწმყო გვაქვს მოსაძებნი. დავით კლდიაშვილის „ქამუშაძის გაჭირვებაში“, ეკვირინე რომ დაასეირნებს თავის რძალს და ეს რძალი უყურებს გაპარტახებულ გარემოს:

 

ბოსტანში შეიყვანა და ნახა, არაფერი არ არის, ვენახში შეიყვანა და ნახა, რომ ყველაფერი წამხდარია, სადაც ღვინოს ინახავდნენ, ღვინის ნატამალი არ არის. ეს კიდევ აღფრთოვანებული ლაპარაკობს, რა კარგი იყო ყველაფერი შარშან და რა კარგი იქნება გაისად, წელს კი არაფერი არ არის. ასე ვართ, აწმყო დაგვეკარგა საქართველოში, არ ვქმნით აწმყოს ისე, როგორც მოგვეთხოვება და როგორც წესი და რიგია.

 

ამას წინათ პოსტი დავდე იმაზე, თუ როგორ ჰგავს ორი სიტყვა ერთმანეთს: დაპირება და დაპურება. დაპირება პირთან არის დაკავშირებული, ადამიანის ორგანოსთან, რომელიც ლაპარაკობს, ასევე პიროვნებასთან არის დაკავშირებული, ის სულზე ზემოქმედებს, მომავალზე გელაპარაკება და შეიძლება ერთად რაღაც შექმნათ საერთო ძალისხმევით. მაგრამ როდესაც დაპირება ყალბია, მაშინ რაღაცას უნდა მიხვდეს ადამიანი. სამწუხაროდ, ადამიანები ისე არიან მოწყო ბილი, მაინცდამაინც ვერ ხვდებიან ხოლმე და ადვილად წამოეგებიან მომდევნო დაპირებებს, როგორც თევზი ანკესს.

 

ჩვენ თვითონ თუ არ შევქმენით ჩვენი მომავალი, ჩვენი საიდან იქნება, ის თავი სით საიდან და რატომ მოვა, ვინ დაგვითმობს თავის მომავალს, ან ვინ მოგცემს ადგილს საკუთარ მომავალში, რომელიც თავისთვის შექმნა? ან ჩვენ რა ჯანდაბად გვინდა ასეთი მომავალი, რომელიც ჩვენი ვერშექმნილი არ იქნება? ჩვენ ჩვენს მომავალს არ ვქმნით სათანადოდ არც ინტენსივობით, არც პროფესიონალიზმით, არც ფიქრით და არც საქმით“, - განაცხადა გია მურღულიამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი