logo_geo
ანი ლოლაძე: ბიჭებთან ასე ვიწყებ ურთიერთობას და მერე ვეპრანჭები
- +

11 მაისი. 2021. 14:41

 

 

„ბიჭებს არ მოსწონთ წიკვინა და პრეტენზიული გოგონები“, - ამის შესახებ მოცეკვავე ანი ლოლაძემ ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„თუ ვხვდები, რომ ბიჭს მოვწონვარ ან მე მომწონს, ურთიერთობა ძმურში გადამყავს, ძმურ რჩევებს ვაძლევ და მერე ფლირტზე გადავდივარ. ცოტა განსხვავებული ტაქტიკა მაქვს. ვინც არ მომწონს, უბრალოდ, ჩემს სივრცეში არ ვუშვებ, რომ თავი ზედმეტად არ შევიწუხო.

 

ბიჭებს არ მოსწონთ წიკვინა და პრეტენზიული გოგონები. კი არ ვთამაშობ, ადამიანს მართლა ძალიან მეგობრულად ვუდგები. ვცდილობ, ყველასთან „ჯიგრულად“ მოვიქცე. ბიჭებთან ასე ვიწყებ ურთიერთობას და მერე თანდათან ვეპრანჭები. არც ძალიან ძმურია და არც ძალიან გოგოშკური“,- განაცხადა ანი ლოლაძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი